სატელევიზიო შოუების, Game Of Thrones-სა და The Last Of Us-ის ვარსკვლავი ბელა რემზი გენდერფლუიდად დაქამინგაუთდა. გენდერფლუიდი არის ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც არა ფიქსირებული, არამედ – ცვალებადია და სხვადასხვა დროს შეიძლება, სხვადასხვა იყოს. 19
სატელევიზიო შოუების, Game Of Thrones-სა და The Last Of Us-ის ვარსკვლავი ბელა რემზი გენდერფლუიდად დაქამინგაუთდა. გენდერფლუიდი არის ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც არა ფიქსირებული, არამედ – ცვალებადია და სხვადასხვა დროს შეიძლება, სხვადასხვა იყოს. 19 წლის მსახიობმა თავის გენდერულ იდენტობაზე საჯაროდ The New York Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“მგონი, ჩემი გენდერული იდენტობა ყოველთვის ფლუიდური იყო”, — განაცხადა ბელამ, — “ვიღაც თუ მდედრობითი სქესის ნაცვალსახელებით (she/her) მომმართავდა, ამაზე არაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ ვინმე მამრობითი სქესის ნაცვალსახელს (he/him) დამიძახებდა, ეს ცოტა ამაღელვებელი იყო”.
მსახიობმა გაამხილა, რომ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში ის ყოველთვის არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირის გრაფას ნიშნავს. “უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. გენდერულად როცა განმსაზღვრავენ, დიდად არ მომწონს. თუმცა, რაც შეეხება ნაცვალსახელებს, ეს საერთოდ არ მადარდებს.”
ინგლისელმა მსახიობმა, ბელა რემზიმ, საყოველთაო პოპულარობა HBO-ს სატელევიზიო შოუს, Game Of Thrones-ში მონაწილეობით მოიპოვა. შოუში GOT ის ლიანა მორმონტს (Lyanna Mormont) პერსონაჟის როლს ასრულებს.
ამჟამად 19 წლის მსახიობი ახალი პოსტაპოკალიფსური სატელევიზიო შოუთი, The Last Of Us-თაა დაკავებული და ელი ვილიამსის (Ellie Williams) როლს ასრულებს.
წყარო: NME
Don't Miss
გაეროს ექსპერტებმა რუსეთის მთავრობას მიმართეს ოფიციალური წერილით, რომელშიც ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილ დარღვევებს საკუთარი ქვიარ მოქალაქეების მიმართ. ბოლო
იტალიაში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი მოკლულ ახალგაზრდა ქალს, ჯულია ჩეკეტინს, 22 წლის სტუდენტს ვენეციის მიმდებარე პატარა ქალაქიდან. ჯულია ბიო სამედიცინო
ნეპალის უზანაესმა სასამართლომ დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია. ცოტა ხნის წინ ქვიარ წყვილმა, მაია გურუნგმა და სურენდრა პანდეიმ ოფიციალურად დაარეგისტრირეს მათი
როგორც Associated Press თავის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომის პაპი აპირებს პენსიაზე მყოფი ანტი ლგბტქი კარდინალის, რეიმონდ ბურკეს პენსიისა და