25-29 ნოემბერს, თბილისი პრაიდი და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ქალაქგარეთ 5-დღიან აქტივისტურ სკოლას გამართავენ, რომელში ჩართვაც 30 ლგბტქი თემის წევრსა და მხარდამჭერს შეეძლება. „აქტივიზმის სკოლა არის შესაძლებლობა, შეხვდეთ თანასწორობის საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს,
25-29 ნოემბერს, თბილისი პრაიდი და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ქალაქგარეთ 5-დღიან აქტივისტურ სკოლას გამართავენ, რომელში ჩართვაც 30 ლგბტქი თემის წევრსა და მხარდამჭერს შეეძლება.
„აქტივიზმის სკოლა არის შესაძლებლობა, შეხვდეთ თანასწორობის საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს, თანამოაზრეებს, საკითხის ექსპერტებს და ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროთ ერთმანეთს“, — აღნიშნულია ფეისბუკ ღონისძიების აღწერაში.
აქტივიზმის სკოლა დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა:
- ლგბტქი აქტივიზმის ისტორია საქართველოსა და მსოფლიოში;
- ეფექტური ლგბტქი კამპანიების გამოცდილებები;
- ძალაუფლების წყაროები თანამედროვე საზოგადოებაში;
- ორგანიზაციებისა და მოძრაობების სტრატეგიის განსაზღვრა;
- პროექტების დაგეგმვა, მართვა, ადვოკატირება და ლობირება;
- ხელოვნება, მულტიმედია და სოციალური მედია ცვლილებებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა და რეგიონში მცხოვრებ მონაწილეებს თბილისამდე ტრანსპორტირების ხარჯი აუნაზღაურდებათ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიების აღწერის თანახმად, „შერჩეული მონაწილეები გამოთქვამენ მზაობას ჩაერთონ ბანაკის შემდგომ დაგეგმილ აქტივობებში და განახორციელონ აქტივისტური კამპანიები მცირე საგრანტო პროექტების სახით“.
თუ აქტივისტურ სკოლაში მონაწილეობა გინდათ, სარეგისტრაციო ფორმა 20 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეავსოთ.
Don't Miss
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონიერად მიიჩნია ალტ-ინფოს მხარდამჭერის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი. საქმე შეეხებოდა
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა. კაცმა მკვლელობა ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა.
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პრაიდზე ასობით ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის ლიდერებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ალტილგბტ გზავნილების ფონზე. პრაიდის მარშზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება
2023 წლის 22-24 სექტემბერს თბილისში ტარდება, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მიერ ორგანიზებული, ფემინისტური ფორუმი. წლევანდელი ფემინისტური ფორუმის წამყვანი თემაა