არიანა დებოუსიმ ოსკარის 94-ე დაჯილდოების ცერემონიაზე მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ოსკარი მოიგო და პირველი ფერადკანიანი ქვიარ ქალი გახდა, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება შეძლო, ასევე ის არის მეორე ლათინოამერიკელი მსახიობი ქალი, რომელსაც ეს პატივი
არიანა დებოუსიმ ოსკარის 94-ე დაჯილდოების ცერემონიაზე მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ოსკარი მოიგო და პირველი ფერადკანიანი ქვიარ ქალი გახდა, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება შეძლო, ასევე ის არის მეორე ლათინოამერიკელი მსახიობი ქალი, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად.
პირველი ლათინოამერიკელი ოსკაროსანი ქალი რიტა მორენო გახდა 60 წლის წინ, იმავე როლის შესრულებისთვის, რომლითაც არიანა დებოუსიმ გაიმარჯვა. არიანა დებოუსიმ ოსკარი სტივენ სპილბერგის West Side Story-ში შესრულებული როლისთვის მოიპოვა, რომელიც 1961 წლის ფილმის ხელახალი ადაპტაციაა.
„წარმოიდგინეთ პატარა გოგო ფორდ ფოკუსის უკანა სავარძელეზე, ჩახედეთ თვალებში: თქვენ ხედავთ ქვიარს, ღიად ქვიარ ფერადკანიან ქალს, აფრო-ლათინას, რომელმაც სასიცოცხლო ძალა ხელოვნებაში იპოვა. და, ვფიქრობ, აქ სწორედ იმისთვის ვართ, რომ ეს ვიზეიმოთ. და, ასე რომ, ყველას, ვისაც ოდესმე საკუთარ იდენტობასთან დაკავშირებით კითხვები გაგჩენიათ ან თვლით, რომ გარდამავალ რეალობაში ცხოვრობთ, პირობას გაძლევთ: ამ სამყაროში ჩვენთვის ადგილი არის“, – აღნიშნა მსახიობმა ჯილდოს მიღებისას.
Don't Miss
ახალ ინტერვიუში, რომელიც ბლოკბასტერული ფილმს Barbie-ის პოპულარიზაციას უწევს, ჰარი ნეფმა მის პერსონაჟზე ისაუბრა. ჰარი ნეფი ფილმში ბარბის ერთ-ერთ ვერსიას ასრულებს.
მომღერალი ტინა ტერნერი, რომლის Soul კლასიკებმა და პოპ-ჰიტებმა, როგორიცაა The Best და What’s Love Got To Do With It, სუპერვარსკვლავად
“თანასწორობა 17” ქვიარ და ფემინისტურ საკითხებზე 2016 წლიდან მომუშავე ორგანიზაციაა. ადამიანის უფლებების ადვოკაციის პროცესში “თანასწორობა 17”-ის გუნდი ხელოვნების ისეთ დარგს
დოდო მაშინ დარწმუნდა, რომ კაცობა უნდოდა, როდესაც მამამისის კოსტიუმი ჩაიცვა, თავზე ბაბუამისის ცილინდრი დაიხურა და სარკეში ჩაიხედა. ის მალევე გამოუტყდა