18 სექტემბერს, სტამბულში ჰომოფობიურმა ჯგუფმა ლგბტქი ასოციაციების დახურვისა და მათი საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით მსვლელობა მოაწყო. დემონსტრაციას სახელწოდებით “დიდი საოჯახო შეკრება” რამდენიმე ათასი ადამიანი შეუერთდა. ორგანიზატორების სპიკერმა, კურსატ მიკანმა განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტისგან
თურქეთში ანტი-ლგბტქი მსვლელობა გაიმართა
18 სექტემბერს, სტამბულში ჰომოფობიურმა ჯგუფმა ლგბტქი ასოციაციების დახურვისა და მათი საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით მსვლელობა მოაწყო.
დემონსტრაციას სახელწოდებით “დიდი საოჯახო შეკრება” რამდენიმე ათასი ადამიანი შეუერთდა. ორგანიზატორების სპიკერმა, კურსატ მიკანმა განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტისგან ახალი კანონის მოსათხოვად 150 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს, რათა აიკრძალოს “ლგბტქი პროპაგანდა”, რომელიც, მათი თქმით, ნეტფლიქსზე, სოციალურ მედიაში, ხელოვნებასა და სპორტში ვრცელდება.
ძიძა ბურსას პროვინციიდან, ჰატიჯე მუგე აღნიშნავს, რომ ხალხი შვილებისთვისა და მომავალი თაობებისთვის წვიმის მიუხედავად შეიკრიბა. მან მთავრობას ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
“მათ უნდა გადაარჩინონ ოჯახები და ბავშვები ამ სიბინძურისგან”, — თქვა ჰატიჯემ.
ჰომოფობიურ ჯგუფს აქციაზე ჰქონდა ბანერები წარწერით: “ოჯახის დაცვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია”.
დემონსტრაციის ორგანიზატორებმა აქციამდე ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც თურქეთის ძველი ლგბტქი მარშებიდან ფოტოები იყო გამოყენებული. დემონსტრაციასა და ვიდეოს ქვიარ ასოციაციებისა და სხვა უფლებადამაცველი ჯგუფების პროტესტი მოჰყვა. სტამბულის პრაიდის ორგანიზატორებმა ღონისძიების აკრძალვა და ვიდეოს წაშლა მოითხოვეს, რადგან ორივე სიძულვილთან იყო დაკავშირებული.
ორგანიზაციამ ILGA Europe, რომელიც ლგბტქი თემის თანასწორობისთვის მუშაობს, ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა და ძალადობის რისკებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
“თურქეთის სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება, დაიცვას ყველა მოქალაქე სიძულვილისა და ძალადობისგან”, — ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, თურქეთის მაღალჩინოსნებმა ლგბტქი ადამიანებს “გარყვნილები” უწოდეს, რომლებიც “ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შელახვას ისახავენ მიზნად”.
Amnesty International-ის თურქეთის ოფისმა განაცხადა, რომ საჯარო მოხელეების განცხადებები თურქეთის თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციულ პრინციპებს არღვევს.
თურქეთში ლგბტქი მსვლელობები 2015 წლიდან დაშვებული აღარ არის.
Don't Miss
თემიდა ქვიარ-აქტივისტური, ტრანს* სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს* და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი
თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს,
ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების,
თბილისი პრაიდმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომლის მიზანიც პროექტ აქტივიზმის სკოლა ლგბტქი+ თემის გაძლიერებისათვის შედეგების შეჯამება და დაინტერესებული პირებისათვის წარდგენა