მიზოგინი “ინფლუენსერი”, ენდრიუ ტეიტი რუმინეთში ადამიანებით ვაჭრობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. 36 წლის ტეიტი ძმასთან, ტრისტანთან ერთად დააკავეს. პოლიციამ ტეიტის კუთვნილებაში მქონე სახლზე, რომელიც ბუქარესტში მდებარეობს, რეიდი განახორციელა. როიტერის ინფორმაციით, ტეიტების ადვოკატმა
მიზოგინი “ინფლუენსერი”, ენდრიუ ტეიტი რუმინეთში ადამიანებით ვაჭრობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
36 წლის ტეიტი ძმასთან, ტრისტანთან ერთად დააკავეს. პოლიციამ ტეიტის კუთვნილებაში მქონე სახლზე, რომელიც ბუქარესტში მდებარეობს, რეიდი განახორციელა. როიტერის ინფორმაციით, ტეიტების ადვოკატმა დაადასტურა მათი დაკავება, თუმცა ისინი კომენტარისგან თავს იკავებენ.
“ოთხმა ეჭვმიტანილმა შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი იმ მიზნით, რომ ქალები დაექირავებინათ, საცხოვრებელი მიეცათ და მოგვიანებით ექსპლუატაცია გაეწიათ მათთვის პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი მასალების შექმნის იძულებით, რომლებიც გარკვეული ფასის სანაცვლოდ სპეციალურ ვებსაიტებზე გამოქვეყნდებოდა”, — განაცხადა პროკორორმა. პროკურორის თქმით, დაკავებულები აღნიშნული საქმიანობით დიდი რაოდენობით ფულს იხვეჭდნენ.
რუმინეთის პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების განცხადების მიხედვით, ტეიტები და რუმინეთის ორი მოქალაქე მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაკავებულები იქნებიან.
რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების დირექტორატმა ოთხი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ტეიტების ვინაობა არ არის ნახსენები, თუმცა აღნიშნულია, რომ ბრიტანეთისა და რუმინეთის მოქალაქეები ეჭვმიტანილები არიან დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში, რომელიც ადამიანებით ვაჭრობდა.
ტეიტების შესახებ გამოძიება აპრილის შემდეგ მიმდინარეობს. ძმები პოლიციამ მას შემდეგ დაკითხეს, რაც ორმა ქალმა პოლიციაში განაცხადა, რომ ტეიტები ქალებს მათი სურვილის წინააღმდეგ ამყოფებდნენ გამოკეტილებს. ძმები გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება გაგრძელდა.
ენდრიუ ტეიტი ჰომოფობი, რასისტი, ულტრა-მემარჯვენე, მიზოგინი კაცია, რომელმაც პოპულარობა 2016 წლიდან მოიპოვა. სწორედ ამ დროს გასაჯაროვდა ვიდეო, რომელშიც ენდრიუ ტეიტი ქალს ესხმის თავს. შედეგად ის ბრიტანულ რეალითი შოუდან Big Brother-დან მოხსნენ.
ტეიტი ქალებზე ძალადობასა და გაუპატიურებაში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ. სიძულვილის ენის შემცველი და ძალადობრივი განცხადებების გამო, სოციალურმა ქსელებმა — ტვიტერმა, ფეისბუკმა, ინსტაგრამმა, ტიკტოკმა და იუთუბმა მას პირადი გვერდები გააუქმა. მის ძალადობრივ იდეოლოგიასა და ჩადენილ დანაშაულზე მეტის წაკითხვა ქვიარის მიერ მომზადებულ ვრცელ მასალაში შეგიძლიათ.
წყაროები: Reuters, BBC, The Guardian.
Don't Miss
მულტიმედია პლატფორმა Chai Khana და ქვიარი ლგბტქი საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ქსელ Unit (n-ost)-თან თანამშრომლობას იწყებენ. პარტნიორობის ფარგლებში სამხრეთ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის „მაკატე ლიეტუვას წინააღმდეგ“ (განაცხადი #61435/19) საჯარო მოსმენაზე 2023 წლის 23 იანვარს განაჩენი გამოიტანა. მოსარჩელე ნერინგვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და მის გუნდს, 2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების გლობალური ჯილდო გადასცა. აღნიშნული ჯილდო
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება