ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის ნომინანტთა სრული სია დღეს გამოაქვეყნა. დაჯილდოება კი 27 მარტს, დოლბის თეატრში შედგება.
ოსკარის წლევანდელ ცერემონიაზე, ყველაზე მეტი, 12 ნომინაცია, ქვიარ გრძნობების შესახებ გადაღებულმა ვესტერნმა – The Power of the Dog-მა მოიპოვა, ფილმის რეჟისორი ჯეინ კემპიონი კი პირველი ქალი გახდა, რომელიც საუკეთესო რეჟისორის ტიტულისთის მეორედ იბრძოლებს.
საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარდგენილნი არიან: Belfast; CODA; Don’t Look Up; Drive My Car; Dune; King Richard; Licorice Pizza; Nightmare Alley; The Power of the Dog და West Side Story.
საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში კი ისეთ სახელოვან რეჟისორებთან ერთად, როგორიც სტივენ სპილბერგი და პოლ თომას ენდერსონი არიან, პირველად ნომინირებულ რეჟისორებსაც შევხვდებით.
საუკეთესო რეჟისორის ტიტულისთვის იბრძოლებენ: კენეტ ბრანა; რიუსუკე ჰამაგუჩი; პოლ თომას ენდერსონი; ჯეინ კემპიონი და სტივენ სპილბერგი.
მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ნომინირებულები არიან: ხავიერ ბარდემი; ბენედიქტ კამბერბეჩი; ენდრიუ გარფილდი; უილ სმიტი და დენზელ უოშინგტონი.
ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის უკვე ნომინირებულ მსახიობებთან ერთად ბისექსუალ მსახიობ კრისტენ სტიუარტსაც ვიხილავთ, რომლისთვისაც ეს პირველი ნომინაციაა, დანარჩენი ნომინანტები ჯესიკა ჩესტეინი, ოლივია კოლმანი, პენელოპე კრუზი და ნიკოლ კიდმანი არიან.
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, იბრძოლებენ: კირიან ჰაინდსი, ტროი კაცორი, ჯეს პლემონსი, ჯ.კ. სიმონსი და კოდი სმიტ-მაკფი.
პირველი ნომინაცია იქნება ღიად ქვიარი არიანა დებოსესთვისაც, რომელიც ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის არის წარდგენილი, სხვა ნომინანტები კი ჯესი ბაკლი, ჯუდი დენჩი, კირსტენ დანსტი და ანჟანუ ელისი არიან.
ყველაზე მოულოდნელი ანიმაციური ფილმების კატეგორიაა, რომელშიც 3 ანიმაციური ფილმი ასახავს ქვიარ გამოცდილებებს, მათ შორის, ავღანელი ემიგრანტის შესახებ გადაღებული Flee, რომელიც საუკეთესო დოკუმენტური ფილმის და საუკეთესო საერთაშორისო ფილმისთვისაც არის წარდგენილი, სხვა ნომინანტები Encanto; Luca; The Mitchells vs. the Machines და Raya and the Last Dragon არიან.
ოსკარის ნომინანტთა სრული სიის ნახვას დაჯილდოების საიტზე შეძლებთ.