14 სექტემბერს, ILGA-Europe-ის უნარების გაუმჯობესების ონლაინ სესიის მომდევნო შეხვედრა გაიმართება, რომელიც ლგბტქი აქტივისტებს მედია შესაძლებლობების გამოყენების შესახებ პრაქტიკულ რჩევებს გაუზიარებს.
უნარების გაუმჯობესების ინტერაქციული შეხვედრა აგებული იქნება ILGA-Europe-ის მედია ოფიცერის ჩვეული სამუშაო დღის მიხედვით, რომელიც ევროპული მედიასაშუალებებით გამოქვეყნებულ ლგბტქი ამბებს ყოველდღიურად ფარავს.
სესია დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- როგორ მივადევნოთ თვალი სწრაფად ცვალებად მედია ამბებს ისე, რომ დრო სრულად არ დავკარგოთ;
- ჟურნალისტების საქმიანობის გაგებისა და მათთან ურთიერთობის შენარჩუნების გზები;
- უნდა გვქონდეს თუ არა რეაგირება კონკრეტულ ამბავზე და რა სახით შეგვიძლია თანამონაწილეობა;
- მედია-რეაგირების ტაქტიკები და შიდა სამუშაოს დაგეგმვის პროცესის გამარტივების გზები.
სესიის მონაწილე ლგბტქი აქტივისტები შეხვედრის ბოლოს სასარგებლო რესურსებსა და მცირე დავალებას მიიღებენ. დაინტერესების შემთხვევაში კი, მეორე თემატურ სესიაზე დასწრება შეგეძლებათ, რომელზეც პერსონალურ რჩევასა და დავალებასთან დაკავშირებით ჯგუფურ უკუკავშირს მიიღებთ.
უნარების გაუმჯობესების სესიაში მონაწილეობისთვის აღნიშნულ ლინკზე უნდა დარეგისტრირდეთ. შეხვედრა ონლაინ, Zoom-ში შედგება.