Chai Khana და ქვიარი ლგბტქი მედია ქსელ Unit-თან თანამშრომლობას იწყებენ

მულტიმედია პლატფორმა Chai Khana და ქვიარი ლგბტქი საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ქსელ Unit (n-ost)-თან თანამშრომლობას იწყებენ. 

პარტნიორობის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ 9 მასალა მომზადდება, რომლებიც ანტი-კოლონიალიზმის, პერსონალური ამბებისა და გამოწვევების, ასევე, კულტურის თემებს დაფარავს. ქვიარი ამ თემებზე საქართველოში იმუშავებს, Chai Khana კი — სომხეთსა და აზერბაიჯანში. 

6-თვიანი სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მომზადებული 27 მასალით ერთობლივი ინგლისურენოვანი ბეჭდური ჟურნალი გამოიცემა.

Unit არის n-ost-ის მიერ 2018 წელს წამოწყებული მედია პროექტი, რომელიც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ლგბტქი თემებზე მომუშავე მედიის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ჟურნალისტების, აქტივისტების, მედიასაშუალებებისა და ორგანიზაციების კონსტრუქციულ პარტნიორობას უწყობს ხელს.

Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ისტორიებს ვიზუალურად გვიყვება და ცდილობს, აუდიტორიას ამბები განსხვავებული პერსპექტივიდან დაანახოს, აღმოაჩენინონ ადამიანები, რომლებსაც აქამდე არ იცნობდნენ, რომელთა ხმა მეინსტრიმულ მედიაში ნაკლებად ისმის ან დაკარგულია.

ქვიარი არის ონლაინ მედია, რომელიც ორიენტირებულია ლგბტქი და ქალთა უფლებებზე, ასევე სოლიდარულია ყველა სხვა სოციალური ჯგუფისა და ადამიანის მიმართ, ვისი უფლებებიც ირღვევა. ჩვენ ვაჟღერებთ ქვიარ თემის ხმებს საქართველოდან და სამხრეთ კავკასიიდან, გიყვებით ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებულ ისტორიებს და ვაშუქებთ ქვიარ სიახლეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისტორიიდან ყოველდღიურ სიახლეებამდე, პოლიტიკიდან ხელოვნებამდე და გართობამდე, ჩვენ გაწვდით ინფორმაციის ფართო სპექტრს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

წინა

LGBTQI პერსონაჟები ზღაპარში — ავტორმა ევროსასამართლოში ლიეტუვასთან დავა მოიგო

შემდეგი

კიმ პეტრასი მეორე ტრანსგენდერი არტისტია, რომელმაც გრემი მიიღო

ბოლო სიახლეები

ბედნიერების გასაგნება

FacebookTweetLinkedInEmail ბედნიერების ზოგადი კონოტაციები ბედნიერების კონცეპტი ძალიან აქტუალურია თანამედროვე დისკურსში – იქნება ეს კინო, სოციალური მედია,

ლაზარე გრიგორიადისი სააზოგადოებას მიმართავს და წერილს ავრცელებს

FacebookTweetLinkedInEmail ლაზარე გრიგორიადისი გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს. წერილი ადამიანის უფელბათა ცენტრმა გაავრცელა. “საზოგადოებას

ორგანიზაცია „თავისუფლების თემი“ Freedom Community (ყოფილი „თანასწორობა 17“) წევრების მისაღებად კონკურსს აცხადებს

FacebookTweetLinkedInEmail ქვიარ და ფემინისტური, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თანასწორობა 17“ (ახლა უკვე “თავისუფლების თემი”) დღეს 7 წლის გახდა. გასული

ვილნიუსში ლგბტქი დემონსტრანტები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

FacebookTweetLinkedInEmail 28 სექტემბერს ვილნიუსში ლგბტ ორგანიზაცია LGL-ის მიერ ჩატარებული პროტესტის მიზანს წარმოადგენდა ლიტვის იუსტიციის მინისტრის წინადადების

დააკავეს კაცი, რომელსაც ორი გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებს

FacebookTweetLinkedInEmail ორგანიზაცია საფარის წარმომადგენელი, ბაია პატარაია ავრცელებს ინფორმაციას კაცის დაკავების შესახებ, რომელსაც ორი ახალგარზრდა ქალი ძალადობაში