თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე მეტი ხელოვანის ნამუშევრები საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიება აერთიანებს დიზაინერებს, მხატვრებს, ფოტოგრაფებს, მუსიკოსებსა და რეჟისორებს. ღონისძიებას გააშუქებს საერთაშორეისო მედია, მათ შორის: The Guardian, SouthChina Morning Post, Washington Post, Forbes USA,Elle Japan, madame Figaro Japan, GQ Japan.
9 მაისს კვირეული გაიხსნა უტა ბექაიას, რომან მიხაილოვის, ფაიგ აჰმედის, ლია ბარგრატინის, ზურაბ არაბიძის, ნიკოლოზ წულუკიძის, ლევან მინდიაშვილის, Filep Motwary-ს, Amine Amharech-ის, Adriano Cisani-ს და სხვათა ნამუშევრებით. საღამოს კი სუხიშვილების კონცერტი გაიმართა.
![](https://i0.wp.com/queer.ge/wp-content/uploads/2024/05/k5OlUuXxa2CO0DvocujskiOsAVhn47BQAAgbPWQJ.jpg?resize=419%2C419)
ღონისძიებაზე დაგეგმილია რაინერ ჰოლზემერის დოკუმენტური ფილმის ჩვენება იურგენ ტელერის შემოქმედების შესახებ, ასევე Berhasm-ისა და ჯაბა დიასამიძის კოლექციის წარდგენა. სტუმრები Muzaradi X Sarajishvili-ს ნამუშევრებს იხილავენ, გაიმართება რაინერ ჰოლზემერის დოკუმენტური ფილმის ჩვენება იურგენ ტელერის შემოქმედების შესახებ, ასევე Berhasm-ისა და ჯაბა დიასამიძის კოლექციის წარდგენა. ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი“Mary, Marianna, Maria – The Unsung Greek Years of Callas”, ფესტივალი ანიტა რაჭველიშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური ორკესტრის, მანანა ეგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტით დაიხურება, რომელიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.