ელიოტ პეიჯი იტალიური დოკუმენტური ფილმის – In My Name-ის აღმასრულებელი პროდიუსერია, რომლის პრემიერაც თებერვალში, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ნიკოლო ბასეტის ფილმი 4 ტრანსგენდერი ბიჭის ტრანზიციის გზას გვიჩვენებს.
ელიოტ პეიჯის თქმით, პროექტზე მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან თვლის, რომ ფილმი კარგად ასახავს ტრანს იდენტობის კომპლექსურობას.
„ჩემთვის ფილმის მხატვრული ღირებულება ინდივიდის სხვადასხვა პერსონალური მახასიათებლის წინასწარგანზრახული, საფუძვლიანი წარმოჩენაა. ასეთი ფილმი არასდროს მინახავს“, – აღნიშნა პეიჯმა.
ფილმის რეჟისორის თქმით, როგორც ტრანსგენდერი მოზარდის მშობელი, ცდილობდა, ფილმის გმირებთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ჰქონოდა და მათი ემოციური მხარე წარმოეჩინა, ელიოტ პეიჯმა კი პირადი გამოცდილებითა და პერსპექტივის გაზიარებით, ფილმზე მუშაობა უფრო სასიამოვნო გამოცდილებად აქცია.
წყარო: Advocate
ფოტო: The Latch