პრაღაში ლგბტ+ საზოგადოებრივი ცენტრი იხსნება

Prague Pride-მა ლგბტ+ ადამიანებისთვის ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა – ცისარტყელას სახლი.

„ახალი სივრცის მთავარი მიზანი უსაფრთხო გარემოს შექმნაა, რომელშიც ყველას შეუძლია წარმოაჩინოს საკუთარი თავი, მიუხედავად ორიენტაციისა, თუ გენდერული იდენტობისა,“ – ამბობს ჰანა ტრეშტიკოვა, პრაღის საკრებულოს მრჩეველი კულტურის საკითხებში.

მსოფლიოში შექმნილი კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე, ცენტრში საჯარო ღონისძიებები წლის ბოლომდე არ გაიმართება. თუმცა, იანვრიდან ვიზიტორებს შეეძლებათ ღია კარის დღეებზე დასწრება.

Prague Pride

ცენტრის მთავარ ოთახში არის ბიბლიოთეკა, სამაგიდო და კომპიუტერული თამაშები, ასევე, ვიზიტორებს შეეძლებათ მეგობრებთან ერთად უბრალოდ სასაუბროდ მისვლა, ან საზოგადოების სხვა წევრების გაცნობა.

ცისარტყელას სახლი 40 ადამიანზეა გათვლილი. ის ლექციებს, დისკუსიებს, ჩვენებებსა და მხარდამჭერ ჯგუფებსაც უმასპინძლებს.

ახალი საზოგადოებრივი ცენტრი სიმბოლურად ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, 10 დეკემბერს გახსნეს.

 

წყარო: praguemorning

წინა

Wonder Woman DC-ის ახალ ლიმიტირებულ სერიაში ქვიარ სასიყვარულო ისტორიით ბრუნდება

შემდეგი

Tbilisi Pride-ს ახალი დირექტორები უხელმძღვანელებენ

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი