Wonder Woman DC-ის ახალ ლიმიტირებულ სერიაში ქვიარ სასიყვარულო ისტორიით ბრუნდება

ჯერ კიდევ ნოემბერში, DC Comics-მა კრიტიკოსების მიერ აღიარებული კომიქსის, Dark Knights of Steel-ის პირველი ნომერი გამოუშვა.

ახალი ამბავი უკვე კარგად ნაცნობ გმირებზე მოგვითხრობს, რომლებიც შუა საუკუნეებში მცხოვრები რაინდები არიან. სერიაში ახალი პერსონაჟებიც გამოჩნდებიან, მაგალითად, სუპერმენის და ზალა-ელი.

DC Comics

მეორე ნომერში ზალა-ელი ლოის ლეინისგან მამის მკვლელობის ამბავს შეიტყობს. მწუხარებით მოცული ზალა-ელი ნუგეშს Wonder Woman-ის დახმარებით იპოვის, ისინი ერთმანეთს რომანტიკულ კოცნას გაუზიარებენ.

სიუჟეტის გამოშვებამდე, გულშემატკივრები ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ თემისკირას დიანა ლგბტქ საზოგადოების ნაწილი იყო. 2016 წელს DC Comics-მა ეს ამბავი დაადასტურა.

Wonder Woman-ის დადასტურებული ქვიარობის გარდა, DC Comics-მა 2021 წელს გულშემატკივრები უამრავი ქვიარ პერსონაჟით გაანებივრა. ჯერ კიდევ აგვისტოში, რობინ თიმ დრეიკი ფილმში Batman: Urban Legends წარადგინეს, როგორც ბისექსუალი. სცენარისტებმა Nubia & The Amazons-ის ერთ-ერთ უახლეს ნომერში ტრანს ამაზონიც წარმოაჩინეს.

4 იანვარს, მესამე ნომრის გამოსვლის შემდეგ, DC Comics-ის წარმომადგენლები იმედს იტოვებენ, რომ გულშემატკივრებს დიანასა და ზალა-ელის ისტორია მოეწონებათ. საინტერესოა, იქნებიან თუ არა ისინი ერთად და გადაიქცევიან თუ არა მთავარ ოცნების წყვილად.

ამჟამად, DC Comics-ი Wonder Woman-ის 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღის პატივსაცემად, ახალი წიგნი გამოიცა.

გარდა ამისა, კარგად ცნობილი სტუდია Monolith Productions ახალ თამაშს გამოუშვებს, რომელშიც მოთამაშეებს საშუალება ექნებათ, ამაზონის ოჯახისა და თანამედროვე სამყაროს გაერთიანების ნაწილი გახდნენ. ამის შესახებ ხუთშაბათს, The Games Awards-ზე გამოცხადდა.

Monolith Productions

წყარო: GayTimesTheVerge

მთავარი ფოტო: DC Comics

წინა

ქართველი უფლებადამცველების 2021 – გამოწვევებისა და საჭიროებების შეფასება

შემდეგი

პრაღაში ლგბტ+ საზოგადოებრივი ცენტრი იხსნება

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების