რუსეთის პოლიციამ საქმის გამოძიება ნეტფლიქსის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვა ონლაინ სტრიმინგ სერვისის მისამართით და ქვეყანაში გეი პროპაგანდის ხელშეწყობაში დასდო ბრალი.
ოჯახის დაცვის საკითხში რუსეთის სახალხო კომისარი ამტკიცებს, რომ ნეტფლიქსი არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას ეწევა არასრულწლოვნებში, რადგან საიტზე განთავსებულია ქვიარ კონტენტი, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა 16 წლიდან აქვს.
Reuters-ის ინფორმაციით, საჩივარს კრემლის შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს და შესაძლოა სტრიმინგ სერვისს რუსეთში მომსახურების შეჩერება ან 1 მილიონი რუბლის გადახდა მოუწიოს.
ჯერჯერობით ამერიკული კომპანია ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა როგორც ერთ-ერთი რუსული გამოცემა ირწმუნება, კომპანიამ გადაამოწმა და არცერთი ლგბტ+ შოუ საიტზე 16+ ასაკობრივი კატეგორიით არ არის განთავსებული. ამავე გამოცემაში წერია, რომ რუსეთი არ უჩივის კონკრეტულ შოუს და მისი საჩივარი ეხება ლგბტ პერსონაჟებს რეალით შოუში Queer Eye და ანიმაციურ სერიალში – Steven Universe.
რუსეთმა ანტი-ლგბტ+ პროპაგანდის კანონი 2013 წელს მიიღო და ის არა ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო. 2017 წლის კვლევის თანახმად, კანონის მიღების შემდეგ ქვეყანაში ჰომოფობიური მოტივით ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა გაიზარდა.
წყარო: Reuters