,,შაშვი, შაშვი, მაყვალის” ეკრანიზაციის პროექტმა გრანტი მოიპოვა

თამთა მელაშვილის გახმაურებული რომანის – ,,შაშვი, შაშვი, მაყვალის” ეკრანიზაციის პროექტმა, რომლის გადაღებასაც რეჟისორი ელენე ნავერიანი აპირებს, ჰიუბერტ ბალსის ფონდის გრანტი მოიპოვა, ფონდმა 520 განაცხადიდან 10 შეარჩია, რომელთა შორისაც მოხვდა აღნიშნული პროექტი და მის დასაფინანსებლად 10 000 ევროს გამოიყოფა.

როგორც ფილმის პროდიუსერმა, ქეთი დანელიამ ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“უთხრა, იგეგმება პროექტის ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში შეტანაც. გამოცემა Variety-ის ცნობით, „შაშვი შაშვი მაყვალის“ პროდიუსერი, ქეთი დანელიას გარდა („და ჩვენ ვიცეკვეთ“), თომას რეიხლინიც იქნება. ელენე ნავერიანს კი აქამდე გადაღებული აქვს ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი – „სველი ქვიშა“ და „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე“.

რაც შეეხება თამთა მელაშვილის რომანს, ის 2021 წელს გამოიცა და მის ანოტაციაში ვკითხულობთ: „შუახნის, მარტოხელა ქალი ეთერო პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, სხვა დროს რომ ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა“.

თამთა მელაშვილი თანამედროვე ქართველი ავტორია, რომელსაც ეკუთვნის სამი რომანი, „გათვლა“, „აღმოსავლეთი“ და „შაშვი შაშვი მაყვალი“. მისი წიგნები თარგმნილია გერმანულ, რუსულ, ხორვატიულ, ალბანურ და მაკედონიურ ენებზე. ,,გათვლამ” 2011 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“, 2013 წელს კი „Deutscher Jugendliteraturpreis“ მოიპოვა.

წყარო: პუბლიკა

წინა

თბილისი პრაიდის თანამშრომელს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

შემდეგი

5 ახალი სერიალი, რომელსაც ამ შაბათ-კვირას უნდა უყუროთ

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი