ჟურნალი Vogue ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პუბლიკაციაა მოდის სფეროში, რომელიც, დღესდღეობით, 18 ქვეყანაში გამოდის. ჟურნალი 129 წელს ითვლის და მას არაერთი გარდატეხა მოუხდენია მოდის ინდუსტრიაში, მის გარეკანზე კი არაერთი ლეგენდარული სახე გვინახავს.
თავდაპირველად, ჟურნალი ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოებისთვის იყო განკუთვნილი და მასში წიგნების, მუსიკისა და თეატრალური დადგმების რეცენზიები იბეჭდებოდა. ჟურნალმა პროფილი 1909 წელს შეიცვალა და მთლიანად მოდაზე კონცენტრირდა.
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ჟურნალის მრავალწლიანი ისტორიიდან:
1892: ამერიკელმა ბიზნესმენმა, არტურ ბოლდუინ ტურნურმა დააარსა ყოველკვირეული ჟურნალი Vogue, ჟურნალის სახელი კი მის პირველ რედაქტორს, ჟოზეფინა რედინგს ეკუთვნის.
1933: პირველი მოდელი, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, ბისექსუალი ტოტო კუპმანია.
1939: სანამ Vogue-ის გარეკანი მთლიანად ფოტოებით გაფორმდებოდა, მანამდე ცნობილი მხატვრები ქმნიდნენ ილუსტრაციებს სპეციალურად ჟურნალისთვის. ცნობილია, რომ ჟურნალის ყდაზე სამჯერ იმუშავა ლეგენდარულმა მხატვარმა, სალვადორ დალიმ.
1961: პირველი ვარსკვლავი, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, სოფი ლორენი იყო. მან სათავე დაუდო ვოგის გარეკანზე ცნობილი ადამიანების აღბეჭდვას.
1966: Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა ლორენ ჰატონი, ლეგენდარული მოდელი, რომელიც ყველაზე მეტჯერ, 40-ჯერ დაიბეჭდა ჟურნალის გარეკანზე.
1988: ახალი მოდის ჟურნალის, Elle-ის გამოჩენის შემდეგ, ამერიკულ Vogue-ის კრიზისი დაუდგა და სწორედ ამიტომ, მთავარი რედაქტორის ფუნქცია გადაიბარა ლეგენდარულმა ანა ვინტურიმ. პირველი ნომერი ანა ვინტურის რედაქტორობით, რომელზეც ებრაელი მოდელია გამოსახული, დიდი განსჯის საგანი გახდა და მას მოსაწყენი უწოდეს.
1989: მადონა პირველი ვარსკლავია, რომელიც არ არის მოდელი, მაგრამ მაინც გამოჩნდა Vogue-ის გარეკანზე.
1992: რიჩარდ გირი პირველი მამაკაცია, რომელიც ამერიკული Vogue-ის გარეკანზე სინდი კროუფორდთან ერთად გამოჩნდა. მას შემდეგ, კიდევ ცხრა მამაკაცი აღმოჩნდა ამერიკული ვოგის გარეკანზე (ჯორჯ კლუნი, ლებრონ ჯეიმსი, რაიან ლოხტი, კანიე ვესტი, ბენ სტილერი, ეშტონ იტონი, ზეინ მალიკი, ჯასტინ ბიბერი და ჰარი სტაილსი).
1997: 1997 წლის ოქტომბერში გამოცემული ნომერი, რომელიც დაიანა სპენსერის ხსოვნას მიეძღვნა, ყველაზე გაყიდვად ნომრადაა მიჩნეული დიდ ბრიტანეთში.
2012: ლეიდი გაგა Vogue-ის ყველაზე სქელტანიან გამოცემაზე გამოჩნდა – 2012 წლის სექტემბრის გამოცემა 916 გვერდისგან შედგება.
2018: ბიონსე თავად განკარგავს Vogue-ის გარეკანს და ქირაობს 23 წლის ფოტოგრაფს, რომელიც Vogue-ის 126-წლიან ისტორიაში პირველი აფროამერიკელი ფოტოგრაფია, რომელმაც ჟურნალის გარეკანზე იმუშავა.
2020: Vogue-ის ისტორიაში პირველად, გარეკანზე არ არის ქალი – ჰარი სთაილსი პირველი მამაკაცია, რომელიც ჟურნალის ყდას ქალის გარეშე ამშვენებს.
2021: ადელი პირველი ვარსკლავია, რომელიც ერთდროულად Vogue-ის ორ, ბრიტანული და ამერიკული გამოცემის ყდაზე მოხვდა.