პეტრა დე სატერი – პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ბელგიის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე

ბელგია მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას ზეიმობს – ბელგიის ვიცე-პრემიერის თანამდებობა ტრანსგენდერმა ქალმა, პეტრა დე სატერმა დაიკავა.

პეტრა დე სატერი გინეკოლოგი და ლგბტქ+ აქტივისიტია, რომელიც გასული წლიდან ფლამანდიის მწვანე პარტიის წარმომადგენელია ევროპარლამენტში, ასევე, არის პროფესორი გენტის უნივერსიტეტში და კითხულობს ლექციებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. 57 წლის პოლიტიკოსი ახალ თანამდებობაზე ექვს სხვა მოადგილესთან ერთად იმუშავებს, მანამდე ის ბელგიის პარლამენტის პირველი ტრანსგენდერი წევრი იყო.

პეტრა დე სატერი ამჟამად ევროპაში ყველაზე მაღალი რანგის ტრანსი პოლიტიკოსია. თავის პირად გვერდზე დე სატერი წერს – ,,ახლა მე შემიძლია, გავაკეთო ყველაფერი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და ვიმუშაო ამ მთავრობასთან ერთად ბელგიელებისთვის.”

ILGA–ს Rainbow Europe-ის ანგარიშის მიხედვით, ბელგია მეორე ყველაზე ლგბტქ+ მეგობრული ქვეყანაა ევროპაში მალტის შემდეგ. ბელგიაში ლგბტქ+ ადამიანები სრულად არიან დაცული კანონით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება კი დაშვებულია 2003 წლიდან – ის იყო მეორე ქვეყანა ისტორიაში, რომელმაც ჰოლანდიის შემდეგ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას სრული იურიდიული აღიარება მიანიჭა.

სატერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი, როგორც ტრანსგენდერი ქალის მთავრობაში ყოფნა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ლგბტქ+ საზოგადოებისთვის. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის იყრიდა კენჭს ტრანსით ადამიანებისთვის მთელ მსოფლიოში, რადგან მათ არ გააჩნიათ პრივილეგია, მსოფლიომ მიიღოს ისინი ისეთებად, როგორებიც არიან.

წყარო: them.us

წინა

ქვიარ ქალები 1970-იან წლებში – ბარბარა ჰამერის ფოტოები

შემდეგი

ბრიტანეთის ავიახაზები ტრადიციულ მისალმებას გენდერულად ნეიტრალური მისალმებით ჩაანაცვლებს

ბოლო სიახლეები

“საქართველო ირჩევს ევროპას” – რუსთაველზე მსვლელობა გაიმართა

FacebookTweetLinkedInEmail “საქართველო ირჩევს ევროპას” – რუსთაველის გამზირზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მსვლელობა გაიმართა. საპროტესტო მსვლელობა მას

Georgian Airways-ის დირექტორის თქმით, თბილისი-მოსკოვს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა

FacebookTweetLinkedInEmail Georgian Airways-ის დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებით, თბილისი-მოსკოვს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა. ამის შესახებ მან

WISG: სფფ ქალი ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას დააფინანსებს

FacebookTweetLinkedInEmail ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე

მორგოშია: წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია!

FacebookTweetLinkedInEmail მოძალადე ჯგუფის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა,