ბრიტანეთის ავიახაზები ტრადიციულ მისალმებას გენდერულად ნეიტრალური მისალმებით ჩაანაცვლებს

British Airways გეგმავს, მისალმება ,,ქალბატონებო და ბატონებო” ამოიღოს და ის უფრო ინკლუზიური ფრაზით  ჩაანაცვლოს.

British Airways-ის სპიკერმა თქვა, რომ ცვლილება გამიზნულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მგზავრები, რომლებიც თავს არაბინარულად მიიჩნევენ,  არ გრძნობდნენ თავს გაუცხოებულად – ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას და ჩვენ ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ, რომ ყველა ჩვენი მომხმარებელი გრძნობდეს იმას, რომ მგზავრობისას ის ჩვენთვის სასურველი ადამიანია.”

გენდერულად ნეიტრალურ ენას იყენებენ სხვა ავიაკომპანიებიც: Japan AirlinesAir New ZealandLufthansa, and Air Malta.

ამერიკაში, 2019 წელს, ავიაკომპანიებმა და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციამ (IATA) მოუწოდა კომპანიებს, გამგზავრებამდე მგზავრებს ნება დართონ, აირჩიონ ისეთი გენდერული პარამეტრები, როგორიცაა ,,დაუზუსტებელი” ან ,,დაუდგენელი”. რამდენიმე ქვეყანა უკვე იძლევა ნებართვას, მესამე სქესი პასპორტებში აღინიშნოს, ამ ქვეყნების სიშია ავსტრალია, კანადა, დანია, ინდოეთი, ნეპალი და პაკისტანი.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადო, რომ არაბინარული პასპორტი 2021 წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.

წყარო: them.us

წინა

პეტრა დე სატერი – პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ბელგიის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე

შემდეგი

დევიდ გაში – ქორწინების აღთქმის შესახებ

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების