ბისექსუალების დროშაზე, რომელიც 1998 წლის 5 დეკემბერს შეიქმნა, ფერებს მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს. დროშა მაიკლ პეიჯმა შექმნა ლგბტ თემსა და, ზოგადად, საზოგადოებაში ბისექსუალთა ხილვადობისთვის.
მისი შექმნისას ავტორის ინსპირაცია ე.წ. “ბი-კუთხედი” აღმოჩნდა, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, სივრცით გეომეტრიაში სტანდარტული სამკუთხედის ნაირსახეობაა. მეტი ვიზუალიზაციისთვის, შეგიძლიათ, ნიმუში ფოტოს სახით ნახოთ. ხოლო ამ სფერული ნიმუშის სიბრტყეში გადმოტანისას, დაახლოებით მსგავსი ფიგურა მიიღება:
მაიკლ პეიჯმა ბისექსუალებისთვის შექმნილი დროშის ინსპირაციად, სწორედ ამ გეომეტრიული ფიგურის პროპორციები გამოიყენა.
ბისექსუალების დროშაზე სამი ფერია: ვარდისფერი, იასამნისფერი და ლურჯი. სამივე ფერს კონკრეტული დატვირთვა აქვს – ვარდისფერი, რომელიც დროშის 40%-ს იკავებს, ნიშნავს ჰომოსექსუალობას, იასამნისფერი 20%-ს იკავებს და წარმოადგენს ჰომოსექსუალობისა და ჰეტეროსექსუალობის ნაზავს, ხოლო ლურჯი ფერი – 40%-ს და ჰეტეროსექსუალობას ნიშნავს. დროშაზე ვარდისფერისა და ლურჯის კომბინააციით მიიღება იასამნისფერი და გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს ფერები ერთი მთლიანობაა.