გუშინ თბილისში, ცირკის ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს პნევმატური იარაღიდან ესროლეს. ”ქვიართან” საუბარში ტრანსგენდერი ქალი, სესილია ამბობს, რომ ამ ადამიანებთან მანამდე არასდროს ჰქონია კონტაქტი:
‘’გუშინ, დაახლოებით პირველ საათზე, ალექსიძის ასახვევიდან ჩამოვდიოდი ქვევით. როდესაც ავტომობილიდან გადმოვედი და ფეხით გადავაადგილდებოდი გმირთა მოედნისკენ, სამმა უცხო პიროვნებამ ჩამიარა გვერდით და გაიქცნენ. ამის შემდეგ, ჩასხდნენ მანქანაში, როგორც კი ჩამოვედი ალექსიძის ჩამოსახვევში, უნდა გადამეკვეთა გზა ცირკის მიმართულებით, რა დროსაც, ავტომობილიდან პნევმატური იარაღიდან განახორციელეს გასროლა, ერთი რეზინის ტყვია ნიკაპის არეში, მეორე კი ზურგის არეში მომხვდა. ასევე, ორი გასროლა იყო ე.წ. ,,გაზავოი“ იარაღიდან. არ ყოფილა გინება, შეურაცხყოფა, მანამდე არანაირი კონტაქტი არ მქონია მათთან, ცხოვრებაში პირველად ვნახე.
ახლა დაკავებულები არიან. როგორც თვითონ ამბობენ, არც ვიცოდით, რომ ტრანსი იყოო, უბრალოდ, შეშინება და ‘’გაღადავება’’ გვინდოდა, არ გვეგონა, რომ მოხვდებოდა და რაიმე სახის დაზიანებას მიიღებდაო. მაგრამ ეს ადვოკატის მიერ დარიგებულია, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონით არ დაიწყოს გამოძიება და ტრანსფობიის ნიადაგზე არ მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.’’