ასექსუალობა ფართო გაგებით ნიშნავს ადამიანის მხრიდან სექსუალური მიზიდულობის არ ქონას, ან მისი უმნიშვნელოდ განცდას. ასექსუალთა თემის უკეთესი გაგებისთვის, მნიშვნელოვანია შემდეგი ტერმინების ცოდნა:
ასექსუალი Asexual, შემოკლებით ACE – ადამიანი, რომელსაც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობა ნაწილობრივ ან საერთოდ არ აქვს.
ალოსექსუალი Allosexual – ასექსუალის საპირისპირო ტერმინია და აღნიშნავს ადამიანს, რომელიც განიცდის სექსუალურ მიზიდულობას.
ნაცრისფერი ასექსუალი Gray asexual – ადამიანი, რომელიც იმყოფება „ნაცრისფერ ზონაში“ ასექსუალობასა და ალოსექსუალობას შორის. ამ ტიპის ასექსუალები განიცდიან სექსუალურ მიზიდულობას იშვიათად ან მხოლოდ განსაზღვრულ გარემოებებში.
დემისექსუალი Demisexual – ასექსულობის სპექტრს მიეკუთვნება, როდესაც ადამიანი განიცდის სექსუალურ მიზიდულობას მხოლოდ მაშინ, როდესაც მჭიდრო ემოციურ კავშირშია პარტნიორთან.
2021 წელს HRC (Human Rights Campaign) -ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ასექსუალების 82%-მა განაცხადა, რომ მათი ყველაზე პრიორიტეტული საზრუნავი საკითხია საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება, მათ შორის დეპრესიისა და შფოთვის სახით. აღნიშნული პრობლემების სათავეა ასექსუალობის მიმართ არსებული მითები და დამაკნინებელი დამოკიდებულება. მათ ხშირად ეუბნებიან, რომ უბრალოდ ჯერ არ შეხვედრიათ შესაბამისი ადამიანი, სთავაზობენ სექსს „გამოჯანმრთელების“ მიზნით.
სინამდვილეში ასექსუალობა – ერთ-ერთი იდენტობაა. სექსუალური მიზიდულობის არ არსებობა არ უშლის ადამიანს ხელს დატკბეს ცხოვრებით, მიიღოს სიამოვნება, კმაყოფილება ადამიანებთან ურიერთობებით.
ასექსუალი ადამიანების კიდევ ერთი პრობლემაა ის რომ თემი ძალიან უხილავია ან/და ნეგატიურად არის წარმოჩენილი მედიაში, ძირითადად საკუთარ თავში დაურწუმენებელი ადამიანების სახით. შედეგად ასექსუალ ადამიანს შეიძლება დაუქვეითდეს თვითშეფასება და თავდაჯერებულობა, განიცადოს ქრონიკული სტრესი.
23-29 ოქტომბერი ასექსუალი ადამიანების ხილვადობის კვირაა, რა დროსაც სხვადასხვა მედიები ასექსუალ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე ცდილობენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
წყარო: https://www.hrc.org/resources/understanding-the-asexual-community