ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT) გამოქვეყნდა ახალი ანგარიში, რომლის თანახმად, ქვიარ ახალგაზრდებში ორჯერ მეტია საკუთარი თავის დაზიანების მცდელობა, ხოლო სამჯერ მეტი სუიციდის მცდელობები, ვიდრე მათ თანატოლ ჰეტეროსექსუალ ახალგაზრდებში.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1140 ქვიარ ადამიანი. 11-დან 18 წლამდე ახალგაზრდების 68% აღნიშნავდა, რომ ჰქონია სუიციდური აზრები. ჰეტეროსექსუალ ახალგაზრდებში, იგივე ასაკობრივ ჯგუფში სუიციდური აზრები 29%-ს ჰქონდა.
პანდემიის პირობებში ყველაზე რთულ მდგომარეობაში ტრანსგენდერი და ლესბოსელი ახალგაზრდები აღმოჩნდნენ. ლესბოსელების 77%-სა და ტრანსგენდერების 74%-ს ჰქონია სუიციდური აზრები.
”ქვიარ ახალგაზდები მეტად განიცდიან სტრესსა და დაძაბულობას სახლში და სკოლაში, ვიდრე მათი თანატოლი ჰეტეროსექსუალი ახალგაზრდები“ – ნათქვამია ანგარიშში. – ”მათ სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა და თანადგომა ოჯახისა და თანატოლების მხრიდან. მეტი მიმღებლობა განაპირობებს მათი ცხოვრების ხარისხსა და ნათელ მომავალს”.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მენტალური პრობლემების მქონე ქვიარ ადამიანებს მეტად უჭირთ, აღიარონ და ითხოვონ დახმარება. სიტუაცია გაუმჯობესდება, თუ ქვიარ ახალგაზრდებს ეცოდინებათ, რომ მათ მიიღებენ ისეთს, როგორიც არიან.
წყარო: them.us