Gay Games – საერთაშორისო სპორტული და კულტურული ღონისძიებაა, რომლის მიზანია სხვადასხვა გამოცდილებების მქონე ადამიანების გაერთიანება სპორტის საერთაშორისო ენის მეშვეობით.
გეი თამაშები ღიაა ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის ადამიანისთვის. თამაშების მონაწილეები ჩამოდიან იმ ქვეყნებიდანაც, სადაც ჰომოსექსუალური ურთიერთობები ჯერ კიდევ კრიმინალიზებულია.
თავდაპირველად ინიციატივა ჩატარდა 1982 წელს სან-ფრანცისკოში გეი ოლიმპიადის სახით. იდეის ინიციატორი იყო ექიმი და სპორტსმენი თომას ვედელი. რამდენიმე წლით ადრე, 1976 წელს ტომას ვედელი და მისი პარტნიორი ჩარლს დიტონი ჟურნალ People -ის გარეკანზე გამოჩნდნენ, როგორც გეი წყვილი.
Gay Games 1982 და 1986 წლებში სან-ფრანცისკოში ჩატარდა, 1986 წელს ვანკუვერში, 1994 წელს ნიუ-იორკში, 1998 წელს ამსტერდამში, 2002 წელს სიდნეიში, 2006 წელს ჩიკაგოში, 2010 წელს კიოლნში, 2014 წელს კლივლენდ-აკრონში, 2018 წელს პარიზში, 2023 წელს ჰონგ-კონგსა და გუადალახარაში.
2026 წლის თამაშები ესპანეთში, ვალენსიაში იგეგმება.
საერთაშორისო ორგანიზაცია The international Federation of Gay Games (FGG) პასუხისმგებელია თამაშების ორგანიზებასა და ინიციატივის გაგრძელებაზე.