მაისი 2024

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

/

რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების განრიგს საქართველოს მასშტაბით.

20 მაისს 12:00 საათზე თელავში, სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები შეიკრიბებიან რუსული კანონის წინააღმდეგ. “ვუერთდებით ყველა იმ უნივერსიტეტსა და სტუდენტებს , რომლებსაც არ სურთ რუსული კანონი საქართველოში. გვჯერა ჩვენი ერთობა და ახალგაზრდების სიტყვა ბევრ რამეს შეცვლის” – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. https://www.facebook.com/events/455788710366968

21 მაისს, 10:00 საათზე თბილისში გაიმართება დილის მარში, სადაც სამხატრო აკადემიის, თეატრალურისა და კონსერვატორიის სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და სამი უნივესიტეტის გავლით, კულტურის სამინისტროსკენ გამართვენ მსვლელობას. ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია თავად იქცა მთავარ მოძალადედ და ამ მარშით გამოხატავენ სოლიდარობას პროტესტში მონაწილე ყველა დაპატიმრებული და დაზარალებული თანამებრძოლის მიმართ.

21 მაისს 11:00 საათზე ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის / B S U-ის კიბეებთან იკრიბებიან და გაფიცვას აანონსებენ. ინფორმაციას ორგანიზაცია “დაფიონი” ავრცელებს. https://www.facebook.com/photo/?fbid=469458258987298&set=a.160726723193788

21 მაისს 15:00 საათზე თბილისში, პარლამენტის წინ სტუდენტური მოძრაობა “დაფიონის” ორგანიზებით ტარდება აქცია, “21 მაისს ვიკრიბებით პარლამენტის წინ 15:00 საათიდან, შემდეგ კი გვექნება ხმაურიანი, ენერგიული, მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა, კანონის სრული დაცვით” – ნათვამია განცხადებაში. https://www.facebook.com/photo?fbid=469214962344961&set=a.160726743193786

24 მაისს 19:00 საათზე თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება. ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია თავად იქცა მთავარ მოძალადედ და ამ მარშით გამოხატავენ სოლიდარობას პროტესტში მონაწილე ყველა დაპატიმრებული და დაზარალებული თანამებრძოლის მიმართ. https://www.facebook.com/events/798044398970854/?ti=ls

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

/

წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც ერთი ადამიანი არ დარჩება უსამართლობის პირისპირ მარტო.

მიუხედავად იმისა რომ წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლალარიის 75 წლისთავი აღინიშნა, ზოგიერთ ქვეყანაში გზა თანასწორობამდე ჯერ კიდევ გასავლელია, ხოლო დებულება იმის შესახებ რომ „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და სხვებთან თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით“ ბევრი ქვიარისთვის შეუსრულებელ დაპირებას წარმოადგენს.

IDAHOT (International Day Against Homophobia, Biphobia and Transphobia) ყოველწლიური ინიციატივაა, რომელიც 17 მაისს 130-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება დისკრიმინაციის, ძალადობის და გამოწვევების შესახებ, რასაც განიცდიან ლგბტქი თემის წევრები მათ მიმართ ჰომოფობიური, ბიფობიური და ტრანსფობიური დამოკიდებულებების გამო.

 

 

 

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

/

მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და ღონისძიებების ბმულებს ქალაქების მიხედვით:

  • თბილისი, “ევროპის მარში”, ევროპის მოედანი, 11 მაისი 19:00 საათი. შეკრება იწყება 4 ლოკაციიდან:

            ‣ რესპუბლიკის მოედანი

            ‣ მარჯანიშვილის მოედანი

            ‣ მეტრო 300 არაგველი

            ‣ მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია

 https://www.facebook.com/events/1463350077721265/?ref=newsfeed

  • თბილისი, “გავათენოთ საქართველოსთვის”, საქართველოს პარლამენტი, 12 მაისი, 22:00 საათი.

https://www.facebook.com/events/725051072905953

  • ბათუმი, “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!”, ევროპის მოედანი, 10 მაისი, 19:00 საათი.

https://www.facebook.com/evropiskeen/posts/pfbid0PYVNcceuRymwjtecGr1HneV8amBodhpXThVr2B8qsxBHyzh3muyVAFk3xqwvYoWjl

  • ბათუმი, “ცოცხალი ჯაჭვი – პერფორმანსი”, ნურის ტბა,  11 მაისი, 12:00 საათი.

https://www.facebook.com/events/933162138607411/

  • ზუგდიდი, “არა რუსულ კანონს!”, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 10 მაისი, 18:00 საათი.

https://www.facebook.com/events/1348350459318713 

  • სტრასბურგი, “არა რუსულს კანოსნ!”, ევროპარლამენტი, 11 მაისი, 15:00 საათი.

https://www.facebook.com/events/1212684103225211

  • ბრემენი, “არა რუსულკ კანონს”, Bremer Marktplatz, 11 მაისი, 15:00 საათი.

https://www.facebook.com/events/328272673374414/

  • ბერლინი, “კი ვეროპას, არა რუსულ კანონს!”, Neptunbrunnen, Rathausstr. 1, Berlin, 11 მაისი, 15:00 საათი.

https://www.instagram.com/p/C6wLSUJo_XM/?igsh=MXZlNDcwZm53d3kxOQ%3D%3D

  • ლონდონი, საქართველოს საელჩოსთან ლონდონში, 11 მაისი, 18:00 საათი.

https://www.facebook.com/events/1216349073077021

  • ნიუ-იორკი, ბრუკლინი, “არა რუსლ კანონს”, Brighton Beach Boardwalk Brooklyn NY, 13 მაისი, 18:00 საათი.

https://www.facebook.com/events/360069627076440

  • ტალინი, “არა რუსულ კანონს”, Vabaduse väljak, Kesklinn, Tallinn, Harju Maakond, Eesti, 17 მაისი, 19:00 საათი.

https://www.facebook.com/events/460069889918171

  • ამსტერდამი, “არა რუსულ კანონს”, Dam Square, Amsterdam, 11 მაის, 16:00 საათი.

https://www.facebook.com/events/913555627448819

  • ვაშინგტონი, “არა რუსულ კანონს!”, საქართველოს საელჩოსთან ვაშინგტონში, 11 მაისი, 14:00 საათი.

https://www.facebook.com/events/1518173542441365

  • ტორონტო, “არა რუსულ კანონს”, G Ross Park, 11 მაისი, 12:00 საათი.

https://www.facebook.com/events/2878506015625150 

  • ვენა, “არა რუსულ კანონს”, Heldenplatz Wien, 11 მაისი, 12:00 საათი.

https://www.facebook.com/events/377328261972613

  • ნეაპოლი, “არა რუსულ კანონს”, Piazza Garibaldi, 12 მაისი, 15:00 საათი.

https://www.facebook.com/events/3630878630462347

  • ვენეცია, “არა რუსულ კანონს!”, Palazzo Palumbo Fossati, Venezia, 12 მაისი, 15:00 სააათი.

https://www.facebook.com/events/1357598891593305

9-12 მაისს თბილისის კულტურის კვირეული იმართება

/

თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და  9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე მეტი ხელოვანის ნამუშევრები საქართველოდან და  სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიება აერთიანებს დიზაინერებს, მხატვრებს, ფოტოგრაფებს, მუსიკოსებსა და რეჟისორებს. ღონისძიებას გააშუქებს საერთაშორეისო მედია, მათ შორის: The GuardianSouthChina Morning PostWashington Post, Forbes USA,Elle Japanmadame Figaro JapanGQ Japan

9 მაისს კვირეული გაიხსნა უტა ბექაიას, რომან მიხაილოვის, ფაიგ აჰმედის, ლია ბარგრატინის, ზურაბ არაბიძის, ნიკოლოზ წულუკიძის, ლევან მინდიაშვილის, Filep Motwary-ს, Amine Amharech-ის, Adriano Cisani-ს და სხვათა ნამუშევრებით. საღამოს კი სუხიშვილების კონცერტი გაიმართა.

Screenshot

ღონისძიებაზე დაგეგმილია რაინერ ჰოლზემერის დოკუმენტური ფილმის ჩვენება იურგენ ტელერის შემოქმედების შესახებ, ასევე Berhasm-ისა და ჯაბა დიასამიძის კოლექციის წარდგენა. სტუმრები Muzaradi X Sarajishvili-ს ნამუშევრებს იხილავენ, გაიმართება რაინერ ჰოლზემერის დოკუმენტური ფილმის ჩვენება იურგენ ტელერის შემოქმედების შესახებ, ასევე Berhasm-ისა და ჯაბა დიასამიძის კოლექციის წარდგენა. ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი“Mary, Marianna, Maria – The Unsung Greek Years of Callas”, ფესტივალი ანიტა რაჭველიშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური ორკესტრის, მანანა ეგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტით დაიხურება, რომელიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

 

17 მაისის მნიშვნელობა ქვიარების ემანსიპაციის გზაზე

დისკურსი ჰომოსექსუალობის შესახებ ფსიქიატრიაში

ჰომოსექსუალობა საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა ინტერესის საგანს დასავლურ სამყაროში. მეცხრამეტე საუკუნემდე დისკურსს ჰომოსექსუალობის შესახებ უმთავრესად რელიგია ავრცელებდა და ჰომოსექსუალობას „ცოდვად“ ნათლავდა. გარდა რელიგიური ფიგურებისა, მრავალი ექიმი, ფილოსოფოსი თუ სხვა სოციალური მეცნიერების წარმომადგენელი ფიქრობდა სექსუალობის ამ კატეგორიის შესახებ. მათგან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ცნობილი და მნიშვნელოვანი ტექსტი პლატონის „ნადიმია“, სადაც არისტოფანე ნადიმის მონაწილეებს უყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ გახლიჩა განრისხებულმა ზევსმა სული და ორ სხვადასხვა სხეულში მოათავსა. ამის შემდეგ, არისტოფანეს თანახმად, სულის ორი ნაწილი მუდამ ეძებს ერთმანეთს. საინტერესოა, რომ ამ მითში არამხოლოდ ბინარული წყვილები (ქალი და კაცი), არამედ ერთნაირი სქესის წყვილებიც მოიაზრებოდნენ. თუ პლატონის ამ ტექსტს თანამედროვე ქვიარ რომანებს ან ფილმებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ დისკურსი ჰომოსექსუალობის შესახებ უძველესი დროიდან არსებობს. ამ ისტორიული განგრძობადობის გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი არც ის ინტერესი, რომელიც სექსუალობის ამ ფორმამ თანამედროვე ფსიქიატრიაში შეიძინა.

ფსიქიატრიაზე, როგორც სამეცნიერო დარგზე, მსჯელობა მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ინტელექტუალური, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და იდეოლოგიური ფონი, რომელიც განაპირობებს იმ რწმენა-წარმოდგენებისა თუ შეხედულებების ჩამოყალიბებას, რომლისგანაც არც ერთი ფსიქიატრი თუ ფსიქოლოგი არ არის დაცული. მიშელ ფუკოს თუ დავესესხებით, ნებისმიერი ინსტიტუცია, რომელიც დაკავებული და პასუხისმგებელია ადამიანთა სხეულებისა და სხეულებრივი აქტების კონტროლით, ძალაუფლების მქონე ინსტიტუციაა. სწორედ ამიტომ, ფსიქიატრიაც, როგორც ახალგაზრდა მეცნიერება, ფლობს ძალაუფლებას, ერთი მხრივ, დიდი სიკეთე შექმნას მასებისთვის, მეორე მხრივ კი შეზღუდოს, გამოარჩიოს და სტიგმის ქვეშ მოაქციოს ის სხეულები, რომლებიც ძალაუფლების ინსტიტუციებისთვის სარგებელს არ წარმოადგენენ, ან მეტიც – საფრთხეს უქმნიან მათ.

ამ სტატიის მიზანი ფსიქიატრიის ბოლო ასწლეულის ისტორიის ანალიტიკური შეჯამებაა, რომელიც ჰომოსექსუალობის შესახებ ფსიქიატრიაში არსებულ დისკურსს უკავშირდება. ამ ტრაექტორიის მოხაზვით, იმედი მაქვს, ნაწილობრივ მაინც გაცხადდება, ერთი მხრივ, ის, თუ როგორ ხდება ნარატივების წარმოება ფსიქიატრიის დახმარებით და მეორე მხრივ, ის, თუ რამდენად ცვალებადი და არაესენციალისტურია თავად ეს მეცნიერებაც.

1850 წლამდე სექსუალური განსხვავებები ეთიკურ, სამართლებრივ და თეოლოგიურ განსაზღვრებებზე იყო დაფუძნებული. მაგალითად, ქრისტიანულ ტრადიციაში იკრძალებოდა ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის კავშირი, მასტურბაცია, ანალური სექსი და სხვა. მე-19 საუკუნის შუა რიცხვების შემდეგ ფსიქიატრიის მასობრივი პოპულარიზაციის შედეგად, არანორმატიული სექსუალური პრაქტიკებით აქტიური დაინტერესების ტენდენცია დაიწყო. ხშირად ეს პრაქტიკები სამედიცინო თუ მენტალურ პრობლემებად აღიქმებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფსიქიატრია როგორც თანამედროვე მეცნიერება, მე-19 საუკუნის დასაწყისში დაიბადა, შეიძლება ითქვას, რომ მას მხოლოდ რამდენიმე ათწლეული დასჭირდა იმისთვის, რომ სექსუალობის კვლევა დაეწყო.

რა თქმა უნდა, ძალიან რთულია იმ პირველადი მიზეზების პოვნა, რის გამოც სახელმწიფოები აქტიურად დაინტერესდნენ მოსახლეობის სექსუალური ცხოვრებით. 1960-იანი წლების ბოლოს, ფრანგმა ფილოსოფოსმა და ისტორიკოსმა მიშელ ფუკომ სამუდამოდ შეცვალა ფსიქიატრიის, როგორც მეცნიერების, გაანალიზების გზები. მიუხედავად იმისა, რომ ფუკოს ისტორიული დაკვირვებები ხშირად უადგილოდ განზოგადებული და სელექციურია, ფაქტია, რომ მისი შრომები დღემდე უდიდეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვფიქრობთ სექსუალობასა და სხეულის პოლიტიკაზე. ფუკო, ინსპირირებული სხვა ფრანგი მოაზროვნეებით, მკაფიოდ უსვამს ხაზს იმას, რომ გენდერისა და სექსუალობის ნორმები არა ესენციური, ბიოლოგიური თუ ბუნებრივი, არამედ სოციალურად კონსტრუირებულია. წიგნის „სექსუალობის ისტორია“ პირველ ნაწილში იგი წერს, რომ ერი სახელმწიფოების ჩამოყალიბებისა და ეპიდემიური რისკების გამო აუცილებელი გახდა მოქალაქეების აღრიცხვა და დემოგრაფიული კვლევების ჩატარება. ფუკოს აზრით, მოდერნულ ხანაში ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რომელმაც სახელმწიფო ძალაუფლების კონვერტირება სხეულების კონტროლში დაიწყო. ამ პროცესის ფარგლებში, მისი აზრით, გამოიკვეთა ინტერესი არანორმატიული სექსუალური პრაქტიკებისა თუ გენდერული იდენტობების მიმართ. ერთ-ერთი გზა კი, რომლითაც სახელმწიფო მათზე ძალაუფლების გავრცელებას ახერხებდა, სწორედ ფსიქიატრიული დაწესებულებები და მათი მომსახურება იყო. თანამედროვე მკვლევართა ნაწილი ეთანხმება ფუკოს იმაში, რომ ევროპელი მმართველების ნაწილმა დეპოპულაციისა და ერის გადაშენების შფოთის გამო დაიქირავა ფსიქიატრები ადამიანების „განსაკურნებლად“ და პოპულაციის ზრდის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ჩვენს შემდეგ მსჯელობაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს ძალაუფლება, როგორც ფონი ფსიქიატრიაში მიმდინარე ცვლილებებისთვის.

ადრეულ ფსიქიატრიაში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა ჰომოსექსუალობის შესახებ. მაგალითად, ფროიდი ფიქრობდა, რომ ყველა ადამიანი დაბადებიდან ბისექსუალი იყო, ჰეტეროსექსუალობა კი ნორმალური განვითარების ბოლო საფეხურს წარმოადგენდა. ამგვარად, მისი აზრით, ჰომოსექსუალობა ერთგვარი ფაზა იყო ფსიქიკის განვითარების პროცესში. 1939 წელს ფროიდის სიკვდილის შემდეგ, ბევრმა ფსიქოანალიტიკოსმა ჰომოსექსუალობა პათოლოგიად შეაფასა. შედეგად, მე-20 საუკუნის შუა რიცხვებში დაიწყო აქტიური მსჯელობა მისი დაავადებად აღრიცხვის შესახებ. 1952 წელს ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციამ (APA) გამოაქვეყნა დიაგნოსტირებისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოს (DSM-I) პირველი გამოცემა, რომელშიც ჰომოსექსუალობა „სოციოპათიური პიროვნების აშლილობად“ იყო მიჩნეული. 1968 წელს კი, DSM-II-ში ჰომოსექსუალობა ტერმინ სექსუალური დევიაციით შეცვალეს.

DSM-II-ის გამოცემამ და უკვე არსებულმა ფსიქიატრიულმა პრაქტიკებმა (განსაკუთრებით, კონვერსიულმა თერაპიამ, რომლის მიზანსაც ქვიარ ადამიანების „განკურნება“ წარმოადგენდა) 1960-იანი წლების ბოლოს ამერიკაში გეი მოძრაობის დაწყება გამოიწვია. გეი და ლესბოსელი აქტივისები ფიქრობდნენ, რომ ფსიქიატრიული თეორიები დიდ როლს თამაშობდა ჰომოსექსუალობის შესახებ სტიგმის ჩამოყალიბებაში და APA-სგან მოქმედებას მოითხოვდნენ. ამერიკელი ფსიქიატრების ასოციაციაც აქტიურად ჩაერთო მსჯელობაში იმის შესახებ, უნდა ყოფილიყო თუ არა ჰომოსექსუალობა მათ დაქვემდებარებაში. შეკითხვამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია თავად ფსიქიატრებში და დიდხნიანი ხმის მიცემის პროცესისა თუ ამავე პროცესის კრიტიკის შედეგად DSM-II-ში ჰომოსექსუალობა განსხვავებული სახელით ჩაიწერა – სექსუალური ორიენტაციის აშლილობა (SOD).

მიუხედავად ძალიან მოკლე ნაბიჯებისა, 1973 წლის APA-ის დისკუსია გაგრძელდა შემდეგ ათწლეულებშიც და საბოლოოდ, 1990 წლის 17 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის სიიდან მთლიანად ამოიღო. სწორედ ამიტომ არის 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრიის განვითარების შემდეგ დასავლური სამყაროს უდიდეს ნაწილში სტიგმა ქვიარ ადამიანების მიმართ თითქოს აღარ არსებობს, ალბათ უკლებლივ ყველა ქვიარ ადამიანი დაადასტურებს, რომ ეს სიმართლე არაა. არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის დიდ ნაწილსა და ამერიკის მრავალ შტატში დღემდე არსებობს სტიგმა, სირცხვილი და შიში ჰომოსექსუალობის ირგვლივ. თუმცა, დღეს ამის მთავარ მიზეზს ხშირად არა ფსიქიატრიული, არამედ მორალისტური თუ ნაციონალისტური დისკურსი წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ცალკეული ადამიანის იდენტობა ეთიკური შეფასებების საგანია და მოჩვენებით საფრთხეს უქმნის ერის ერთიანობას ან მის „სიწმინდეს“. ამის გამო, ხშირად ადამიანები, რომლებიც ნაკლებად ტოლერანტულ გარემოში იბადებიან, განიცდიან წინასწარგანწყობას შფოთის, დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური დაავადებების მიმართ. ჩემი აზრით, ფსიქიატრიული დისკურსის ეს მოკლე მიმოხილვა კარგი შესავალია იმისთვის, რომ გავიაზროთ არამხოლოდ მეცნიერების, არამედ ნებისმიერი აზროვნების ჩარჩოს ცვალებადობა თუ ისტორიულობა და შეფასებები მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ.