9 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს. დანაშაულის მოტივი, გენდერული შეუწყნარებლობა იყო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულია ორი პირი. მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში ედებათ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს და 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.