ასეთი ნაცრისფერი არასდროს ყოფილა ხალხი

5 503 და 382 734 – ეს არის სტატისტიკა, ადამიანები გამოსახული რიცხვებში.

5503 ადამიანი დაიღუპა ბოლო 18 თვის მანძილზე და გვერდით რომ კოლოსალური რიცხვია – 382 734, შესაძლებელია, ნებისმიერ დროს რომელიმე მათგანისთვის სიცოცხლე დასრულდეს, აი, ახლა, ამ წამს. ეს არის კორონა ვირუსის შედეგებით დამდგარი კატასტროფა.

პირველ დღეებში, როცა საქართველოში ვირუსი ჯერ კიდევ არ იყო ფეხმოკიდებული, მახსოვს, როგორი შეშინებული ვიყავით ყველა, სრულიად საქართველო იყო პანიკაში და რაღაცნაირად ვგულშემატკივრობდით მსოფლიოს. ცოტა ხანში, საქართველოსაც დაერია ვირუსი და ყველა ერთიანად დავფაცურდით – ვდარდობდით ერთმანეთს, გვტკიოდა ახლობლების ტკივილი, რომელიც ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, იმ ადამიანების სიკვდილი, ყოველ დილით, 11 საათისთვის რომ აცხადებდნენ ბრიფინგზე. გვტკიოდა ერთმანეთი საერთოდ უცხო ადამიანებს.

დღეს დილით 11 ადამიანი შეიწირა კორონამ. ბოლო რამდენიმე დღეა, საშუალოდ, 20 ადამიანი იღუპება.

მერე? მერე სად გაქრა ეს თანადგომა, თანაგანცდა, არ ვიცი. გაუგებარ არსებებად ვიქეცით. ცივსისხლიან მკვლელებად როდის გარდავიქმენით?! იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ ისედაც ბეწვის ხიდზე მყოფები, ერთმანეთს ჩვენივე ხელით ვხოცავთ, თითქოს არ გვყოფნიდეს ამდენი გარდაცვლილი, ჩვენვე ვუმატებთ. თითქოს არ გვყოფნიდეს ისედაც თავს დამტყდარი უბედურება, ჩვენვე ვკლავთ, ვაღვივებთ ბოროტებასა და სიძულვილს.

დიახ, ჩვენ ვართ ეს – საპატრიარქო, მთავრობა, სახელმწიფო, ერიც და ბერიც, თემში თუ თემის იქით. ისედაც ჩამოშლილს, ჩვენივე ხელით ვაცლით აგურებს, იქნებ, ბოლომდე დაიმხოს, წაგვლეკოს სიძულვილმა და მტრობამ.

დღეს ძალიან სევდიანი ვარ. როგორი ნაცრისფერი გახდა ეს ქალაქი, მივაბიჯებდი ქალაქში და მეტირებოდა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს გარიყულობა, ეს აგრესია, ადამინების მზერა, უნდობლობას რომ გიცხადებს მარტო იმიტომ, რომ მათი ხატის მსგავსი არ ვარ, რატომ ვატარებ ჩემთვის უძვირფასეს დროს ამ ქვეყანაში? იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც სიკეთე და სიყვარული არის აპრიორი. ვისთვისაც ადამიანია ყველაზე დიდი ფასეულობა, ვერ გაჩერდება იქ, სადაც კლავენ განსხვავებული ფერის, ხედვის, მრწამსისა თუ ორიენტაციის გამო.

მოვა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება, თავში საცემი გაგიხდებათ ხელი, რომლითაც მოკალით ლექსო, რომლითაც სცემეთ ჩემი მეგობარი ფოტოგრაფი, რომლითაც დაჩაგრეთ ჩემი ქვიარ მეგობრები, რომლითაც დღესაც ჩაგრავთ სუსტებს. ერთ დღესაც, გაიხედავთ და მხოლოდ თქვენ იქნებით და მერე? მერე იმ მოძალადეების მსგავსად, აი, იმ უბედური დავით კუტალაძის მსგავსად, თქვენითაც გაერთობიან: ჯერ მიგაქსევენ, თავისივე ბინძურ საქმეს თქვენი ხელით გააკეთებენ და მერე ციხეში გიკრავენ თავს.”

ქრისტინე ერგემლიძე

ფოტო: ვახო ქარელი

წინა

ვემიჯნებით და ვგმობთ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს! – მეღვინეები

შემდეგი

ჩვენ ვიმყოფებით არა მხოლოდ პოლიტიკურ ბრძოლაში, არამედ კულტურულ ბრძოლაში – ლევან სუთიძე

ბოლო სიახლეები

სახალხო დამცველმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა

Facebook22Tweet0Shares22 საქართველოს სახალხო დამცველმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ

გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს

Facebook42Tweet0Shares42 საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და

ჩვენი სხეული, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უფლებები – 2022 წლის 17 მაისის მთავარი თემა

Facebook45Tweet0Shares45 17 მაისი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც ოფიციალურად ევროპის პარლამენტისა და

17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები — პანელური დისკუსია წარსულის გამოცდილების გადაფასებისა და სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით

Facebook49Tweet0Shares49 ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Pride-მა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით,

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

Facebook0Tweet0Shares0 დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას,