13 ივნისის სტიქიური უბედურებიდან 8 წელი გავიდა. წყალდიდობა თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. ტრაგედიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაკარგულად ითვლება.
სტიქიამ თითქმის სრულად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს.
სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.