6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” ჩაიშალა.
კრებული ქართველი მხატვრების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შემონახულ 100-ზე მეტ ნამუშევარსა და სპეციალურად ამ წიგნისთვის დაწერილ ტექსტებს აერთიანებს. გამოცემა იკვლევს: როგორ ვლინდება გენდერული ფლუიდურობა და როგორია ქვიარ ნაკვალევი ხელოვნებაში, როგორ არის მანიფესტირებული ის სხვადასხვა დეკადაში და სხვადასხვა მედიუმში – გრაფიკა, ფერწერა, ფოტო, პერფორმანსი, ვიდეო თუ სხვა ვიზუალური პრაქტიკა.