ძალადობის შესახებ კანონში ოჯახის წევრთა კატეგორიას „ინტიმური პარტნიორი“ დაემატება

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტის მიხედვით, ძალადობის შესახებ კანონში ოჯახის წევრის კატეგორიას ახალი ცნება „ინტიმური პარტნიორი“ ემატება. რაც შეეხება ამჟამინდელ პრევენციულ მექანიზმებს – შემაკავებელ და დამცავ ორდერებს, მხოლოდ ოჯახის წევრებზე ვრცელდება.

კანონპროექტის თანახმად, „ინტიმური პარტნიორები“ არიან პირები, რომლებიც არ იმყოფებიან/იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, არ ეწევიან/ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, თუმცა არიან ან იყვნენ ინტიმურ ურთიერთობაში, რაც მოიცავს რომანტიკულ ან/და სქესობრივ ურთიერთობას.

რომანტიკულ და სქესობრივ ურთიერთობას კანონპროექტი ასე განმარტავს:

„რომანტიკული ურთიერთებისას წყვილს/პარტნიორებს ერთმანეთთან აქვთ (ჰქონდათ) რეგულარული კონტაქტი, ემოციური კავშირი, ამ დროს პირები ხასიათდებიან წყვილის იდენტურობით, იციან ერთმანეთის ცხოვრების შესახებ, აქვთ ფიზიკური ან/და სქესობრივი ურთიერთობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინტიმურ პარტნიორებად განიხილებიან ასევე პირები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ არ აქვთ რომანტიკული დამოკიდებულება, მაგრამ არიან ინტიმურ ურთიერთობაში“.

წარმოდგენილი ცვლილება დაკავშირებულია სტამბოლის კონვენციის დანაწესთან, რომლის თანახმადაც, „ოჯახში ძალადობა“ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს გულისხმობს, რომელიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში, ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

„ოჯახის წევრის ცნებაში ინტიმური პარტნიორების დამატებით უზრუნველვყოფთ იმ პირთა დაცვასა და მხარდაჭერას, რომლებიც არ ექცევიან მოქმედი კანონის მოქმედების ფარგლებში და ამით კიდევ უფრო დავუახლოვებთ კანონის ნორმებს სტამბოლის კონვენციას“ — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, უქმდება მხარდაჭერის მომსახურებით, მათ შორის, თავშესაფრით სარგებლობისთვის მსხვერპლის სტატუსის არსებობის წინაპირობა და განისაზღვრება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება, მონაწილეობა მიიღონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ როგორც პრევენციული ხასიათის, ასევე მსხვერპლთა დაცვის დახმარების ღონისძიებებში.

ინიციატივის ავტორები ნინო წილოსანი, ხათუნა კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, თეონა აქუბარდია, რამინა ბერაძე და რატი იონათამიშვილი არიან.

წინა

გერმანიამ ლგბტქი ღონისძიებებისთვის სამინისტროს შენობებზე ცისარტყელას დროშის აღმართვის თანხმობა გასცა

შემდეგი

Queer as Folk ეკრანებზე 9 ივნისს დაბრუნდება – ნახეთ ფოტოები ახალი სერიალიდან

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი