ვაშინგტონში მნიშვნელოვანი გასტრონომიული ღონისძიება გაიმართა, რომელიც ლგბტქი უფლებებისა და ცნობიერების ამაღლებას, ასევე ფულადი სახსრების მოძიებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების ორგანიზატორი იყო Human Rights Campaign – ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლგბტქი ორგანიზაცია.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო 150-ზე მეტი შეფ-მზარეული და მცხობელი. ბოლო დროს გახშირებული თავდასხმების გამო ტრანსგენდერ და არაბინარულ ადამიანეზე, აღნიშნული კამპანიის სახით ორგანიზაცია კიდევ უფრო აქტიურად აგრძელებს ბრძოლას ქვიარ ადამიანების უფლებებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის.
ღონისძიებაზე მზარეულებმა შექმნეს დაუვიწყარი კერძები, რომლებიც სტუმრებმა დააგემოვნეს. იყო ორგანიზაციის წევრებისა და აქტივისტების სიტყვით გამოსვლა და აუქციონი. სტუმრებს შორის იყვნენ როგორც ცნობილი დრეგ ქუინები, ასევე სხვა ქვიარ ადამიანები