HBO Max-ის კომედიური ჟანრის სერიალი გეი მეკობრეების შესახებ – “Our Flag Means Death” ორი სეზონის შემდეგ დაიხურა, რასაც მაყურებლებს შორის უკმაყოფილება და იმედგაცრუება მოჰყვა.
ფილმის სიუჟეტი 1717 წელს ვითარდება. მიწების მესაკუთრე მდიდარი სტედ ბონეტი თვლის, რომ მისი ცხოვრება საკმაოდ მოსაწყენია და გადაწყვეტს, გახდეს მეკობრე. თუმცა, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მას წარმოედგინა. სერიალის პერსონაჟების ნაწილი და სცენარი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული. ფილმის იდეის ავტორი და რეჟისორია დევიდ ჯენკინსი. მთავარ როლებს ასრულებენ ტაიკა ვაიტიტი, რის დარბი, ვიკო ორტისი და კრისტიან ნაირნი.
სერიალი ქვიარ ისტორიის სიღრმეებში ჩადის და ოსტატურად, იუმორის თანხლებით გვთავაზობს თავბუდამხვევ კადრებს. ფილმის პრემიერა 2022 წელს შედგა და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო მეორე სეზონის გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ბოლო სეზონი უფრო კარგად გვაცნობს ფიმლის გმირებს, მათ სასიყვარულო ისტორიას და ბონუსად, უხვად გვხვდება ახალი ზელანდიის ულამაზესი ბუნების კადრები.
სერიალის დახურვის მიზეზი ოფიციალურად უცნობია. ზოგადად, სერიალის დახურვის ორი ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს: მისი დაბალი რეიტინგი ან პროდიუსინგის ძალიან მაღალი საფასური. გამომდინარე იქიდან, რომ მაყურებლისთვის სერიალს “Our Flag Means Death” არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი არ ჰქონდა დახურვისთვის, ეჭვი ჰომობობიურ მოტივზე მიიტანეს. ფილმის ერთ-ერთი რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ტაიკა ვაიტიტი ამბობს, რომ მეორე სეზონის დასასრული სერიალის ლოგიკური დასასრულიც არის, “თქვენ ნახეთ ბოლო სერია?” – ამბობს მსახიობი.