GrlzWave

ფემინურობისა და მასკულინობის გასაყარზე – გამოფენა ფუნგუსის სივრცეში

ფემინისტურმა და ქვიარ ორგანიზაცია GrlzWave-მა 28 თებერვალს ჯგუფური გამოფენა, ფემინურობისა და მასკულინობის გასაყარზე გახსნა. გამოფენა გალერეა ფუნგუსის სივრცეში, თბილისში, ია კარგარეთელის 2 ნომერში მასპინძლობს დამთვალიერებლებს. გამოფენაზე დასწრება უფასოა, ხოლო დაინტერესებული პირები ნამუშევრების ნახვას მომდევნო კვირაშიც შეძლებენ.
ფოტო: GrlzWave
გამოფენის მთავარი თემა გენდერის ბინარულ ჭრილში დეკონსტრუქციაა. Grlzwave-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების თანახმად, პატრიარქატულ სამყაროში გენდერი ბინარულ სისტემაშია და დანარჩენი ყველაფერი ამის მიხედვით ყალიბდება. რადგან გარეგნობა საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო საშუალებაა, იგი ხშირად ხდება გენდერული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი. გამოფენა იკვლევს და ანგრევს იმ გენდერული ნორმებისა თუ გენდერის იდეას, რომელიც ცნობილია დღევანდელ საზოგადოებაში.
ფოტო: GrlzWave
ექსპოზიცია მნახველებს სამი ფოტოგრაფის: ელენე დუდუჩავას, მარიკა ქოჩილაშვილის, სალომე ვარდანაშვილისა ფოტოპროექტსა და პარი ბანუ ასგარის სამნაწილიან პერფორმანსს სთავაზობს. ბანუ ასგანმა პერფორმანსის პირველი ნაწილი გამოფენის პირველ დღეს, 28 თებერვალს წარუდგინა დამთვალიერებელს, ხოლო დარჩენილი ორი ნაწილი მომდევნო კვირაში, 19:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე გაიმართება.
ფოტო: GrlzWave
GrlzWave-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თეკლა თევდორაშვილის განცხადებით, მონაწილეებისთვის ღია კარის კონკურსი გამოცხადდა და 4 მონაწილე, რომელიც გამოფენაზე თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენს, სწორედ აპლიკაციების მიხედვით შეირჩა.
“ამ გამოფენის მთავარი მიზანია გენდერის დეკონსტრუქცია ხელოვნების საშუალებით და სოციალური თემების წინ წამოწევა. ზოგადად, ძალიან გვინდა, რომ არტივიზმის მიმართულება განვავითაროთ და სოციალურ საკითხებზე ხელოვნების ხელსაწყოების გამოყენებითაც ვისაუბროთ, რათა ის მნიშვნელოვანი თემები მივიტანოთ აუდიტორიასთან, რომლებზეც ვმუშაობთ. ფუნგუსის სივრცეში გვაქვს ფოტოპროექტები, მათ შორის, მარიკა ქოჩიაშვილის ფოტოპროექტი და სკულპტურა, და, ასევე, ბანუს პერფორმანსები, რომლის პატარა sneak peak ინსტალაცია გვქონდა 26 თებერვალს მტკვარზე”, — აღნიშნა თეკლა თევდორაშვილმა.
ფოტო: GrlzWave

გამოფენის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების საელჩო საქართველოში.

ფოტო: GrlzWave
წინა

“როზადან სიმონამდე” — ფემინისტური ფილმების ფესტივალი

შემდეგი

8 მარტს, ქალთა მოძრაობა რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშს გამართავს

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,