უნგრეთის ნაციონალური მუზეუმი ფოტოგამოფენას 22 სექტემბრიდან 5 ნოემბრამდე მასპინძლობდა (World Press Photo exhibition). გამოფენის ფარგლებში რიგ ფოტოებზე აღბეჭდილი იყო ასაკოვანი ქვიარ ადამიანების პორტრეტები. მათ შორის 2023 წელს ფოტოკონკურსში გამარჯვებული ფოტოებიც.
ნაციონალური მუზეუმის დირექტორი, რომელიც 2021 წლიდან ხელმძღვანელობს მუზეუმს, “ბავშვთა დაცვის 2021 წლის აქტის” დარღვევის მოტივით თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. აღნიშნული კანონი არასრულწლოვანთათვის ლგბტქი+ შინაარსის გამოსახულებების ჩვენებას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს და ვრცელდება ნებისმიერ მედია თუ საგანმამათლებლო შინაარსის მქონე მასალაზე. კანონი ულტრა-მემარჯვენე პარტიის ინიცირებით იქნა მიღებული.
მუზეუმის დირექტორი მის განთავისუფლებას ცალსახად უსამართლოდ მიიჩნევს და თვლის, რომ არც ის და არც ნაციონალური მუზეუმი საფრთხეს არ წარმოადგენს არავისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის.
World Press Photo Foundation-ის დირექტორი კი აცხადებს, რომ შოკირებულია უნგრეთის გადაწყვეტილებით და იმ ფაქტით, რომ მსგავსი ჰომოფობიიით მოტივირებული გადაწყვეტილებები კვლავ დღის წესრიგშია ევროპის ტერიტორიაზე.
გამოყენებული მასალა: https://www.them.us/story/hungary-national-museum-photo-censorship