ავსტრალიელი მომღერალი, ტროი სივანი Paramount+-ის ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. Three Months (სამი თვე) 23 თებერვალს გამოვა და ფლორიდაში მცხოვრები ახალგაზრდა გეი ბიჭის შესახებ იქნება, რომელიც გაიგებს, რომ აივ-დადებით ადამიანთან სარისკო სქესობრივი კავშირი ჰქონდა.
ტესტის გაკეთებამდე 3-თვიან პერიოდზე გადაღებული ფილმი სასიყვარულო ისტორიაა, რომელიც კომედიისა და დრამის ნაზავი იქნება.
სივანმა ფილმისთვის 2 ახალი სიმღერაც დაწერა. ფილმის სცენარის ავტორი, რეჟისორი და აღმასრულებელი პროდიუსერი ჯერედ ფრიდერია. სამსახიობო გუნდი კი ვივეკ კალრას, ბრაიენ ტიუს, ელენ ბერსტინის და სხვა მსახიობებისგან შედგება.
26 წლის მომღერლისთვის, რომელმაც 2013 წელს ღიად თქვა, რომ გეია ეს პირველი როლი არ იქნება. სივანი 2018 წელს გამოსულ ფილმში – Boy Erased – მონაწილეობს და საუკეთესო საუნდტრეკისთვის ოქროს გლობუსის ნომინაციაც აქვს მოპოვებული.