ტაიკა ვაიტიტის ახალი ფილმი “Next Goal Wins” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სამოას ეროვნულ საფეხბურთო გუნდზე, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა. გუნდის შემადგენლობაშია ტრანსგენდერი ფეხბურთელი, რომლის როლს არაბინარული მსახიობი კაიმანა ასრულებს, ხოლო მწვრთენელის თომას რონგენის როლში კი მაიკლ ფასბინდერია.
სამოას საფეხბურთო გუნდი მსოფლიოში ყველაზე სუსტ გუნდად ითვლებოდა. 2001 წელს ის 31-0 დამარცხდა მეტოქესთან. ახალი მწვრთნელის (თომას რონგენის) მოსვლის შემდეგ, ფეხბურთელებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად გუნდი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს წინ და შეჯიბრებებს გამარჯვებით ასრულებს. 2014 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.
“Next Goal Wins” ეფუძნება 2014 წელს შექმნილ დოკუმენტურ ფილს, რომლის რეჟისორები არიან მაიკ ბრეტი და სტივ ჯემისონი. ტაიკა ვაიტიტიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ გაუჩნდა სურვილი და იდეა, მოეყოლა სამოას გუნდის არაჩვეულებრივი ამბავი მხატვრული ფილმის სახით.
ფილმის რეიტინგი Rotten Tomatoes-ზე 84%-ია, ხოლო კრიტიკოსების 44% დაიმსახურა.