/

სტერეოტიპების მიღმა: ავთენტური ქვიარ პერსონაჟების აღმასვლა სერიალებში

ბოლო წლებში შოუ-ბიზნესის ინდუსტრიაში შესამჩნევი ცვლილებები ხდება: სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში ქვიარ თემებისა და პერსონაჟების ღრმა კვლევა დაიწყო. რეპრეზენტაციის გაზრდა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ლგბტქი თემის ხილვადობისა და მიმღებლობის საქმეში. მეინსტრიმის გაქვიარებით, ეს პროდუქცია გამოწვევების წინაშე აყენებს სოციალურ ნორმებს და ქმნის პლატფორმას ავთენტური ქვიარ თხრობისთვის.

ამ სტატიაში განვიხილავთ იმ გავლენას, რასაც ქვიარ თემების განხილვა ახდენს სატელევიზიო შოუებში და ხაზს გავუსვამთ რეპრეზენტაციის მნიშვნელობას უფრო ინკლუზიური მედია გარემოს შესაქმნელად.

ლგბტქი პერსონაჟების აღმასვლა:

მეინსტრიმ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ცვლილება იყო ლგბტქი პერსონაჟების ჩართვა წამყვან როლებში. ემის მფლობელ სერიალში “Pose” ქვიარ პერსონაჟები აღარ არიან მხოლოდ მეორეხარისხოვან როლში და აღარ არიან სოციალური ნორმებისა და სტერეოტიპებს მორგებულნი. სერიალში ლგბტქი პერსონაჟები განხილულნი არიან, როგორც სრულად რეალიზებული პიროვნებები, რომელთაც უდიდესი გავლენა აქვთ მაყურებელზე, რაც, საბოლოო ჯამში, ცვლის ჰოლივუდის ძველებურ მიდგომას რეპრეზენტაციისადმი.

სოციალურ საკითხებზე შეჭიდება:

ქვიარ თემატიკის მქონე სატელევიზიო შოუები ხშირად გამოიყენება მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების შესახებ დებატების დაწყებასა და მოგვარებისთვის. ქვიარ სერიალებში წამოჭრილი საკითხები შეიძლება იყოს: ჰომოფობია, ტრანსფობია, რასისა და ქვიარობის კვეთა. ამ სახის პროდაქშენები მძლავრი პლატფორმაა საუბრების წამოწყებისა და ემპათიის გასაღვიძებლად. რაიან მერფის სერიალი „Glee“ უპირისპირდება მნიშვნელოვან თემებს და ხელს უწყობს სოციალურ პროგრესს. სერიალის პოპულარულობა კი იძლევა საშუალებას გვქონდეს საინტერესო და მრავლის მომცემი დიალოგები ამ თემების შესახებ.

ქვიარ ურთიერთობების შესწავლა:

სატელევიზიო შოუებმა ქვიარ ურთიერთობების სიღრმისეული და ნიუანსური შესწავლა დაიწყეს. ისეთი ქვიარ ურთიერთობების დრო, რომლებიც მხოლოდ შოკისმომგვრელი ღირებულებისა და კომიკური სიტუაციის შესქმნელად გამოიყენებოდა, დიდი ხანია გავიდა. 2013 წლის ნეტფლიქსის დრამა „Orange Is the New Black“ ლგბტქი ურთიერთობებს ისეთივე სიღრმისეულად და ავთენტურად ასახავს, როგორც ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს. 

სერიალის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა იყო ლავერნ კოქსის კარიერის დაწყება სოფია ბურსეტის როლში. 2014 წელს კოქსი გახდა პირველი ღიად ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც მიიღო ნომინაცია სატელევიზიო აკადემიისგან. 2022 წლისთვის მისი კარიერა ცამდე გაიზარდა. ის პირველი ტრანსგენდერი ქალიც გახდა, რომელმაც საკუთარი ბარბის თოჯინა შექმნა.

ქვიარ რეპრეზენტაციის მნიშვნელობა:

ქვიარ თემების რეპრეზენტაციამ მეინსტრიმ სატელევიზიო შოუებში აჩვენა, რომ მას მაყურებელზე დიდი გავლენა აქვს. ქვიარ გამოცდილების ნორმალიზებითა და მრავალფეროვანი ლგბტქი პერსონაჟების წარმოჩენით ეს სერიალები ცვლის საზოგადოების მიერ ქვიარ თემის აღქმასა და ხელს უწყობს სტერეოტიპების დამსხვრევას.

სერიალ „Sex Education“ – ში წარმოდგენილმა პოზიტიურმა რეპრეზენტაციამ ხელი შეუწყო მიმღებლობის გაზრდას ახალგაზრდებში და ქვიარ ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითების აღმოჩენას.

ეს შოუ სავსეა ტინეიჯერობის ასაკში საკუთარი სექსუალური ორიენტაციის აღმოჩენის გზაზე გამოცდილი დამაბნეველი და გულთბილი მომენტებით და ამასთან, ახერხებს, განიხილოს კომპლექსური საუბრები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ახლაგზარდა და შეყვარებული. სერიალში გვხვდება ლგბტქი თემის წარმომადგენელი მრავალი ადამიანი და ქვიარ სთორილაინები, რომლებიც არ არის დაფუძნებული კლიშეებზე.

დასკვნა:

რამდენადაც ქვიარ თემატიკა აგრძელებს პოპულარულ სატელევიზიო შოუებში ადგილის დამკვიდრებას, შოუ-ბიზნესის ინდუსტრია ტრანსფორმაციულ ცვლილებას განიცდის. მეინსტრიმის გაქვიარებით ეს პროდუქცია არღვევს ბარიერებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სოციალურ ნორმებსა და  სტერეოტიპებს და ზრდის მიმღებლობას. ავთენტური ქვიარ თხრობისა და რეპრეზენტაციის ჩართვა გრძელვადიან გავლენას ახდენს აუდიტორიაზე, ქმნის უფრო ინკლუზიურ და მიმღებ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს იმპულსი გაგრძელდეს, რაც მომავალში კიდევ უფრო დიდი მრავალფეროვნებისა და რეპრეზენტაციის საშუალებას იძლევა.

წინა

ქვიარ რეპრეზენტაცია ანიმაციურ სერიალებში: სტერეოტიპების მსხვრევა და ინკლუზიურობის წახალისება

შემდეგი

Tbilisi Open Air დასრულდა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,