Eastern Partnership Civil Society Facility Project

სთორითელინგი სამოქალაქო საზოგადოებისთვის – უფასო კურსი

ევროკავშირის დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების დაწესებულების პროექტი, არაკომერციულ ორგანიზაცია ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის (OEEC) პარტნიორობით, იწყებს ონლაინ კურსს სთორითელინგი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. კურსი დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს როგორც ლაივ ვორკშოპებს, ასევე, ვიდეო სემინარებს, ინდივიდუალურ ქოუჩინგს და საშინაო დავალებებს. კურსი ონლაინ პლატფორმა Cities of Learning-ის მეშვეობით ჩატარდება და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები სერტიფიკატსა და აღნიშნული ონლაინ პლატფორმის კრედიტებს მიიღებენ.

“საჯარო დისკურსში, სადაც ამდენი ხმაა, სამოქალაქო აქტივისტებისთვის რთულია, თავიანთი ისტორიები სხვებს გააგებინონ, მაგრამ დახმარება აქვეა”, – წერია აღწერაში.

კურსი განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, სამოქალაქო საზოგადოებაში მომუშავე ორგანიზაციის კომუნიკაციის მენეჯერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). კურსში მონაწილეობა სტარტაპების ლიდერებს, აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა და სხვა მოხალისეებსაც შეუძლიათ.

აღწერის მიხედვით, მონაწილეები უკეთ გაიგებენ, რატომაა ისტორიები ყველაზე მძლავრი საკომუნიკაციო საშუალება. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ, შექმნან და ფართოდ გაავრცელონ თავიანთი ისტორიები სწორ მესიჯებზე დაყრდნობით; ისინი შეძლებენ, შეცვალონ აუდიტორიის აღქმა თავიანთ მესიჯებთან მიმართებით.

მონაწილეებისთვის სავალდებულოა, რომ სამუშაო ფაილებიდან, რომელიც 12 ვიდეოს მოიცავს, 3 სავალდებულო და 1 არჩევითი ელემენტი შეასრულონ. მათთვის, ვისაც მაღალი ჩართულობა ექნება, უზრუნველყოფილი იქნება ერთი-ერთზე ქოუჩინგ სესიები კურსის ექსპერტებთან, რათა მონაწილეებს სთორითელინგის სპეციფიკური ასპექტებში დაეხმარონ.

კურსის ტუტორები და ქოუჩები რეგიონის სხვადასხვა გამოცდილების მქონე პროფესიონალებსა და კრეატიული აზროვნების მქონე ადამიანებს აერთიანებს.

კურსი უფასოა, ხოლო სამუშაო ენა — ინგლისური. კურსი ღია იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ყველა ქვეყნისთვის პლატფორმაზე Cities of Learning. დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნულ პლატფორმაზე მონაწილეობის ფორმა 20 იანვრამდე უნდა შეავსონ.

კურსისთვის შეირჩევა 25 მონაწილე, ხოლო დაწყების დადასტურებული თარიღის გარკვევისა და სხვა დეტალების შესახებ პლატფორმა Cities of Learning-დან და მათი სოციალური ქსელებიდან შეიტყობთ.

წინა

მოუსმინეთ Rémmée-ს ახალ სიმღერას, რომელიც ნინო ხარატიშვილის სპექტაკლისთვის დაიწერა

შემდეგი

ქვიარ ადამიანების რეპრეზენტაცია ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი