“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, 2023 წლის 12 ოქტომბერს მათ მიმართეს ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვეს ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების გამო, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებითაა დადასტურებული.
ოეგანიზაციის განცხადებით, “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმართა ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს (შემდეგში-კომიტეტი) და მოითხოვა საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მწვრთნელებისთვის დროებით, ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობის აკრძალვა. ორივე საქმეში, სადაც სასამართლომ დაადგინა ათლეტი გოგოების მიმართ სპორტში სექსუალური შევიწროება, ქალ ათლეტებს PHR-ი წარმოადგენდა.”
“კომიტეტი დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილებებს და მხედველობაში მიიღო მწვრთნელების მხრიდან საფეხბურთო საქმიანობის გაგრძელების შედეგად გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკი. ორივე შემთხვევაში „სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები საკმაოდ მწვავე ხასიათისაა და ამ საკითხზე სათანადო უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან შემდგომში უმოქმედობამ, შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანი“-აღნიშნულია კომიტეტის გადაწყვეტილებაში.”
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცახადებით აღნიშნული გადაწყვეტილება პრეცენდენტულია, რადგან კომიტეტმა პირველად მიიღო გადაწყვეტილება მწვრთნელებისთვის საფეხბურთო საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სექსუალური შევიწროების გამო.