ქვიარ არტისტი საჰარა აზეგი ამჟამად ჟენევაში ცხოვრობს და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ხელოვნების მიმართულებით. ატრისტმა ბოლო წლებში ყურადღება მიიპყრო სპექტაკლებით, სადაც კითხულობდა მის პოლიტიკჯურ მანიფესტს “Pas d’écologie validiste” დესანტეს ფესტივალზე. ასევე, მონაწილეობას იღებდა დრეგ შოუებში, ხოლო მისი გამოფენები, რომელიც ძირითადად ჟენევაში ეწყობა, დიდ ინტერესს იწვევს.
არტისტის შეხება აქტივიზმთან ბავშვობის ასაკიდან დაიწყო. მამას ის 6 წლიდან საპროტესტო აქციებზე დაჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ აზეგი ბავშვობიდან მხატვრობით იყო გატაცებული, მან სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩააბარა. დიპლომის აღების შემდეგ სახვითი ხელოვნების მიმართულებით გააგრძელა სწავლა. ამჟამად არტისტი მუშაობს როგორც მხატვრობის, ასევე ფერწერისა და სპექტაკლების მიმართულებით. აზეგი ცდილობს მისი ხელოვნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს შშმ პორებისთვის. მისი ნამუშევრები თუ პერფორმანსების სივრცე მაქსიმალურად ადაპტირებულია მათ შორის ყრუ-მუნჯთა და მხედველობის არმქონე ადამიანებისთვის.
საჰარა აზეგი მის მხატვრობაში ასახავს შშმ პირებისა და ქვიარების ყოვედღიურობას. არტისტის თქმით, ყველას არ აქვს პრივილეგია იმოგზაუროს სხვადასხვა ადგილებში, ან ელემენტარულად, შეძლოს ყოვედღიური საჭიროებების დაკმაყოფილება, რადგან ბევრ ყვეყანაში შშმ ადამიანებისთვის ჯერ კიდევ არ არის ადაპტირებული გარემო. ხელოვნების სფეროში საკუთარი ადგილის დამკვიდრება კი, მით უფრო ქვიარ შშმ ადამიანებისთვის ძალიან რთულია.