“Last Christmas” მრავალი წელია საახალწლო ჰიტია, რომელიც ჩაგვესმის მაშინაც კი, როცა არ არის ჩართული. სინგლი 1984 წელს გამოვიდა. მას შემდეგ თითქმის 40 წელი გავიდა და ახალი წელი ამ სიმღერის გარეშე წარმოუდგენელია.
ჯორჯ მაიკლმა ცნობილი ჰიტი მისი მშობლების სახლში ყოფნისას დაწერა. იმ პერიოდში ჯორჯ მაიკლი და ენდრიუ რიჯლი ბენდ Wham!-ის წევრები იყვნენ. მათ უკვე გამოშვებული ჰქონდათ ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორიცაა “Wake Me Up Before You Go-Go”, “Careless Whisper” და “Freedom”. საინტერესოა, რომ “Last Christmas” მალევე არ გახდა ისეთი ცნობილი, როგორც დღეს არის.
ჰიტის ვიდეო კლიპის ჩაწერისას ჯორჯ მაიკლი და კლიპის ყველა მონაწილე ნასვამი იყო. ვიდეოში მონაწილეობენ: ჯორჯ მაიკლი და ენდრიუ რიჯლი (Wham!), “ბექ-აფ” მომღერლები პესპი და შირლი, მოდელი კეტი ჰილი, მოცეკვავე მარტინ კემპი და ჯორჯ მაიკლის რამდენიმე მეგობარი. კლიპი გადაღებულია შვეიცარიაში, სათხილამურო რეზორტზე.
სიმღერის გამო ჯორჯ მაიკლის წინააღმდეგ სარჩელიც კი შეტანეს, თუმცა მას მსვლელობა არ მიეცა. “Last Christmas”-ს ადარებდნენ რამდენიმე სიმღერას, ყველაზე ხშირად სიმღერას – “Can’t Smile Without You”. ჯორჯ მაიკლს პლაგიატიზმში ადანაშაულებდნენ, თუმცა სარჩელის განხილვაზე დიკ ჯეიმსს (“Can’t Smile Without You”-ს ავტორს) უარი ეთქვა, რადგან დადასტურდა, რომ სხვა ბევრ სიმღერასაც ჰქონდა მსგავსი მელოდია, როგორც სიმღერას “Can’t Smile Without You”.
“Last Christmas” ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე გამოშვების დროს იყო. სიმღერაზე გაკეთებულია ათასობით ქავერ ვერსია და განაგრძობს ახალი წლის ჩარტებში პირველ ადილებზე ყოფნას.
გამოყენებული წყარო: https://www.thepinknews.com/2023/12/01/last-christmas-facts-george-michael-wham/#page/7