პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის, TVP ინფოს წამყვანმა ბოდიში მოიხადა ქვიარ ადამიანების მიმართ ნათქვამი “სამარცხვინო სიტყვებისთვის” რომელიც მრავალწლიანი ანტი-ლგბტქი კამპანიის ფარგლებში კეთდებოდა ტელევიზიის მხრიდან.
TVP ინფო პოლონეთის წინა ხელისუფლების რუპორად მოიაზრებოდა. ულტრა მემარჯვენე პარტია “კანონი და სამართლიანობა” ქვეყნის ხელისუფლებაში 2015 წლიდან 2023 წლამდე იყო. 2023 წლის დეკემბრიდან ხელისუფლებაში დონალდ ტუსკის პარტია მოვიდა, რის შემდეგ TVP ინფოს ხელმძღვანელი პირები თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
11 თებერვალს TVP-ს წამყვანმა ვოიჩეხ სელაგმა მის გადაცემაში მოიწვია აქტივისტები ბარტ სტაჟევსკი და მაია ჰებანი, რა დროსაც საჯაროდ ბოდიში მოიხადა იმ ზიანისთვის, რაც მან და მისმა არხმა მიაყენა ქვიარ ადამიანებს, სიძულვილის ენისა და ანტი-ლგბტქი კამპანიის წარმოების გამო. “ქვიარები არიან ადამიანები და არა იდეოლოგია, მათ ყავთ მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლები. მათ ბოდიში უნდა მოვუხადო და ამას აქ გავაკეთებ აქ, საჯაროდ” – განაცხადა ვოიჩეხ სელაგმა.
გადაცემაში მიწვეულმა აქტივისტმა ბარტ სტაჟევსკიმ წამყვანის ბოდიშის მოხდის შემდეგ ატირებულმა დატოვა გადაცემა.
Today, first time in Polish TV, after 8 years of right-wing government, the LGBT+ activists appeared in live broadcast. I was seating there and heard journalist shaking voice. He made an apology after years of portraying LGBT-people a threat to Polish nation in the same studio.… pic.twitter.com/kOjzKrRHPf
— Bart Staszewski (@BartStaszewski) February 11, 2024