ქვიარ და ფემინისტური, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თანასწორობა 17“ (ახლა უკვე “თავისუფლების თემი”) დღეს 7 წლის გახდა. გასული პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში:
- სამართლებრივი დახმარება გაეწია ოჯახში ძალადობის მსხვეპლ 300-ზე მეტ ქალს, გოგონას და ლგბტქი თემის წევრს;
- გამოიცა 22 შემაკავებელი ორდერი;
- სახელმწიფო თავშესაფარში განთავსდა ან/და საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა მოხდა 31 ადამიანის შემთხვევაში;
- ორგანიზაციის მიერ ნაწარმეობ საქმეებზე დადგინდა დისკრიმინაცია სტრატეგიულად მნიშვნელოვან საქმეებზე, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით: ქუთაისის სასჯეაღსრულების დაწესებულების დირექტორის მიმართ, კერძო ბინათმესაკუთრის მიმართ, საკვები ობიექტის ადმინისტრაციის მიმართ, სახალხო დამცველის მიერ გაიცა რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ;
- პანდემიის პერიოდში სოციალური დახმარება, საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში, გაეწია 43 პენსიონერ ქალს;
- ჩატარდა 7 ტრენინგი გოგოებისთვის, ქალებისთვის და ლგბტქი ადამიანებისთვის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში და ზუგდიდში;
- ჩატარდა 4 სოციაულური სპექტაკლი ქვიარ და ფემინისტურ თემატიკაზე: „თავისუფლების ფასი“, „ჩემი საძინებელი – ჩემი საკანი“, „ბედნიერი უფლისწული“, „კავკასიური მეტამორფოზა“;
- ლგბტქი თემატიკაზე შეიქმნა 2 დოკუმენტური ფილმი: „კავკასიური მეტამორფოზა“ და „სხვა სახლი“;
- გამოიცა სტრესის მართვის სახელმძღვანელო „სტრესის მართვის ეფექტური სტრატეგიები ქვიარებისთვის და არა მხოლოდ“
- ამუშავდა საგანმანათლებლო, შემეცნებითი და საადვოკაციო ინტერნეტ გამოცემა „Queer/ქვიარი“ და „Cognita/კოგნიტა“
ორგანიზაციის საქმიანობის მხარდამჭერი, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებია: OSGF, WFG, ILGA – Europe, FNF, UNDP, EED, IMS. რაც ყველაზე ღირებულია, ორგანიზაციის ინიციატივებში მონაწილეობა მიიღო უამრავმა გულანთებულმა ადამიანმა, ვისაც სჯერა, რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე და ლიბერალური ღირებულებების მხარდაჭერაზე გადის ქვეყნის განვითარება.
„თანასწორობა 17“- ს დაფუძნებიდან დღემდე ხელმძღვანელობს ლესბოსელი აქტივისტი ნინო ბოლქვაძე. 7 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, ორგანიზაციაში დასაქმებული ყოფილა 50-ზე მეტი ადამიანი. ამჟამად „თანასწორობა 17“-ში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც შეეხება ორგანიზაციის სახელის და მართვის სტრუქტურის ცვლილებას. ორგანიზაციის ახალი სახელწოდებაა „თავისფულების თემი“ Freedom Community, ხოლო მართვის სტრუქტურა მოიცავს ორგანიზაციის მართვის უმაღლეს ორგანოებს – ორგანიზაციის წევრებისგან შემდგარ საერთო კრებას და გამგეობას. შესაბამისად ცხადდება კონკურსი ორგანიზაციის საერთო კრების და გამგეობის წევრების პოზიციებზე.
საერთო კრების წევრობის ასევე გამგეობის წევრობის მსურველებმა, გთხოვთ 31 ოქტომბრამდე მოგვაწოდოთ ელ. ფოსტაზე [email protected] შემდეგი ინფორმაცია:
- სამოტივაციო წერილი
- რეზიუმე/CV
- 2 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემი
- საკონტაქტო ინფორმაცია
ორგანიზაციის საერთო კრების წევრის კომპეტენციაში შემავალი ძირითადი საკითხები:
- ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა;
- ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების შეტანა;
- ორგანიზაციის გამგეობის წევრების არჩევა;
- ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილების მიღება.
გამგეობის წევრის კომპეტენციაში შემავალი ძირითადი საკითხები:
- ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- ორგანიზაციის შიდა საორგანიზაციო პროტოკოლების შემუშავება/დამტკიცება;
- აღმასრულებელი დირექტორის არჩევა და მისი საქმიანობის ზედამხედველობა;
- ყოველწლიური ნარატიული და ფინანსური ანგარიშების განხილვა, რეკომენდაციების შემუშავება;
- საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის მართვა. კრიზისული სიტუაციების მართვა.
გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ შერჩეული ვაკანსიის სახელწოდება „საერთო კრების წევრის კანდიდატი“ ან „გამგეობის წევრის კანდიდატი“. გაითვალისწინეთ, რომ დაკავშირება მოხდება კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.