Nino Urushadze / Facebook
/

ოზურგეთში პრორუსული ალტ-ინფოს ოფისის გახსნას მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა

ოზურგეთში პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაცია ალტ-ინფოს ოფისის გახსნას მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. ალტ-ინფოს მიერ დაარსებული პარტია კონსერვატიული მოძრაობის ოფისი ქართული ოცნების ოფისის გვერდით გაიხსნა, თუმცა ადგილზე ბანერი არ არის გაკრული, ოფისი კი ამჟამად დაკეტილია.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნინო ურუშაძის თქმით, ალტ-ინფომ ოფისის გახსნა მალულად გადაწყვიტა, მაგრამ მოქალაქეებმა მაინც შეიტყვეს და ადგილზე მივიდნენ.

„რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ოფისის გახსნას აპირებდნენ, ნაქირავები ჰქონდათ ფართი და სარემონტო სამუშაოებიც მიმდინარეობდა. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა მოხდა, თუმცა საზოგადოებისგან წამოსული პროტესტის გამო, როგორც ჩანს, გადაიფიქრეს იმ ადგილას გახსნა და დღეს მალულად გახსნეს სხვაგან – დღეს ადგილობრივმა მედიამ დაწერა, რომ იმ ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანი იყო მობილიზებული და პარტიის ოფისს ხსნიდნენ. მალევე შევიკრიბეთ და ადგილზე მივედით, მაგრამ იქ აღარავინ დაგვხდა, ოფისიც დაკეტილი იყო, არც რამე ნიშანი აქვთ დატოვებული, რომ იქ ალტ-ინფოს პარტია იქნება. ორშაბათს ისევ ვაპირებთ შეკრებას და პროტესტი გაგრძელდება – ამ ხალხს აქ დამკვიდრების საშუალებას არ მივცემთ, მოძალადე რუსეთუმეების ადგილი ოზურგეთში არ არის!“ – ამბობს ნინო ურუშაძე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალტ-ინფოს ოფისის გახსნას ადგილობრივი მღვდელი, ვახტანგ თოხაძე აორგანიზებს, რომლის სახელსაც 2015 წელს, ოზურგეთის ერთ-ერთ სასულიერო სკოლაში ბავშვის ფიზიკურად დასჯის ფაქტი უკავშირდება.

2015 წლის ამბის გასაჯაროების შემდეგ, ვახტანგ თოხაძეს მასწავლებლობის უფლება ჩამოართვეს და შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტ იოსების გადაწყვეტილებით, თოხაძეს „შეუჩერდა   სამღდელო მსახურება და გაიგზავნა მონასტერში სინანულისთვის“. პრორუსულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ მღვდელს მსახურების უფლება ინციდენტიდან ერთ წელში მისცეს და ახლა ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მსახურებს.

ძალადობრივი ორგანიზაციის მიერ დაარსებული პარტია საქართველოს მასშტაბით 80-მდე ოფისის გახსნას გეგმავს, რასაც პროტესტი არაერთ ქალაქში მოჰყვა. მესტიაში ალტ-ინფოს ოფისის გახსნის წინააღმდეგ ახალგაზრდები გამოვიდნენ, რასაც პრორუსული ძალის აგრესია მოჰყვა და 10-მდე ადამიანი სცემეს. ალტ-ინფოს ოფისის გახსნა ამბროლაურშიც გააპროტესტეს, გორში ოფისის შენობას წითელი საღებავი შეასხეს, ახალციხეში ადგილობრივებმა ოფისის ბანერზე საბჭოთა ნოსტალგიების საწინააღმდეგო წარწერები გააკეთეს, ხულოში და შუახევში კი პრორუსულ ძალას ოფისები გახსნის დღესვე დაატოვებინეს.

წინა

პუტინი ლგბტქი დროშის ფონზე: ჰაკერების მორიგი თავდასხმა ბულგარეთის სატელევიზიო არხებზე

შემდეგი

ქართველი ქალი მწერლების 5 ნაწარმოები რუსეთის სასტიკ რეჟიმზე

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,