ლგბტქი+ აქტივისტების პროტესტი ტრანს თემის წევრების დაკავებების გამო

23 მაისს ბაქოში, აზერბაიჯანში, ლგბტქი+ უფლებადამცელი აქტივისტები და ტრანს თემის წევრები დააკავეს. ეს სტატია დაკავებებთან დაკავშირებულ მოვლენებს და პოლიციის პატიმრობაში მყოფი აქტივისტების მხრიდან არასათანადო მოპყრობას იკვლევს და ამასთანავე, უფრო ფართო ჭრილში გვაჩვენებს აზერბაიჯანში ლგბტქი+ თემის წევრების უფლებრივ მდგომარეობას.

23 მაისს, ბაქოში, აზერბაიჯანში, ლგბტქი+ აქტივისტები ტრანს თემის რამდენიმე წევრის ბოლოდროინდელი დაკავების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. დაკავებები 22 მაისს, ბაქოს ხატაის რაიონში პოლიციასა და სამ ტრანს ქალს შორის დაპირისპირების შედეგად მოხდა, რაც არაერთ ვიდეოზე აღიბეჭდა და ფართოდ გავრცელდა სოციალურ მედიაში. კადრებში ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიცია, შელაპარაკების შედეგად, ტრანს ქალებს. ერთ-ერთი ტრანს აქტივისტის მიერ Meydan TV-სთვის მიცემული ინტერვიუს თანახმად, ინციდენტი პოლიციის მხრიდან ტრანს ქალების პატივისა და სავარაუდო უპატივცემულობასა და ღირსების შელახვას მოჰყვა.

მომდევნო დღეს, 24 მაისს, ბაქოში, პოლიციის 37-ე დეპარტამენტის წინ, დაკავებული თემის წევრების გათავისუფლების მოთხოვნით, ტრანს თემის წარმომადგენლები და ლგბტქი+ უფლებადამცველი აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ალი მალიკოვი, ჯავიდ ნაბიევი Nafas LGBTI Azerbaijan Alliance-დან. ისინი იქ თემისთვის სოლიდარების გამოსახატავად და ასევე სიტუაციაზე დასაკვირვებლად და დოკუმენტაციის შესაქმნელად, საჭიროების შემთხვევაში კი, დასახმარებლად იყვენენ.

Nafas LGBTI Azerbaijan Alliance-ის ცნობით, ლგბტქი+ უფლებადამცველები ჯავიდ ნაბიევი, ალი მალიკოვი და ორი უცნობი პირი პოლიციის განყოფილებაში ხელბორკილებით მიიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ ჯავიდ ნაბიევს პროცესის დროს სირთულეები შეექმნა, ხოლო ვიდეო მტკიცებულებები დაკავების დროს ძალის გადამეტებაზე მიუთითებდნენ.

თითქმის 18 საათიანი დაყოვენების შემდეგ, 24 მაისს შუადღისას, ისინი ხატაის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლომ აქტივისტები გაათავისუფლა. ალი მალიკოვი, 510-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობისთვის 70 მანეთით, ხოლო ჯავიდ ნაბიევი, 206-ე მუხლით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის, 300 მანეთით დაჯარიმდნენ.

თავის ტვიტერზე მალიკოვმა ისაუბრა, რომ მათი დაკავება ფიზიკურ კონტაქტს, მუქარას და პატარა, უჰაერო ოთახში განთავსებას მოიცავდა.

მიუხედავად იმისა, რომ მალიკოვი და მისი კოლეგა ჯავიდ ნაბიევი დააჯარიმეს და სასამართლოს დარბაზშივე უნდა გაეთავისუფლებინათ, ეს ასე არ მომხდარა. ამის ნაცვლად, ისინი ძალის გამოყენებით დააბრუნეს პატარა ოთახში, სადაც აქამდე იყვნენ განთავსებულნი. პოლიციამ, სავარაუდოდ, ხელი ჰკრა და დაარტყა მათ, რამაც ისედაც დაძაბული მდგომარეობა კიდევ უფრო გაამძაფრა. მალიკოვი, სხვა დაკავებულებთან ერთად მთელი დღის განმავლობაში განხორციელებულ მტანჯველ წამებაზე თვალცრემლიანი ყვება.

პოლიციამ ალი და ჯავიდი გაათავისუფლა, ხოლო დანარჩენეი პირები კი, 15 ადმინისტრაციული დღით დააკავა. გათავისუფლებული პირები პოლიციამ ჯერ კიდევ დაკავებულებთან პირისპირ მიიყვანა, როგორც ჩანს, ორივე მხარის ტრავმატიზაციის მიზნით. მალიკოვმა ეს ქმედება შიშისა და უბედურების ჩანერგვის მიზანმიმართულ მცდელობად შეაფასა.

ჯავიდ ნაბიევმა თავისი ტვიტერის ანგარიშზე ასევე ისაუბრა აზერბაიჯანული პოლიციის მიერ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასა და შეურაცხყოფის შემზარავ შემთხვევებზე. მან დისკრიმინაციისა და ძალადობის პირად გამოცდილებაზე ისაუბრა და ნათელი მოჰფინა სისტემურ წინასწარგანწყობებს, რომლებსაც ლგბტქი+ თემი ქვეყანაში აწყდება.

მან პოლიციის პატიმრობაში გატარებული კოშმარული ღამე აღწერა, რომელიც დამამცირებელი და დეჰუმანური მოპყრობით გამოირჩეოდა. მოყოლილ შემაშფოთებელ გამოცდილებებს შორის ერთ-ერთი იყო ის, რომ პოლიციის თანამშრომლები იყენებდნენ ხელსახოცებს, რათა არ შეხებოდნენ იმავე ზედაპირებს, რომლებსაც ლგბტქი+ პირები ეხებოდნენ; ასევე ისინი შეესწრნენ სიტუაციას, თუ როგორ დაესხნენ თავს კოლეგას პოლიციის სხვა თანამშრომლები და აიძულებდნენ თავისი უდანაშაულობა ენის ქვეშ ფარული საპარსის არარსებობის დემონსტრირებით დაემტკიცებინა.

ჯავიდ ნაბიევმა ასევე ხაზი გაუსვა მისი უფლებების დარღვევას სამედიცინო შემოწმების ჩატარებისას, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მხოლოდ იმ მცდარი რწმენის საფუძველზე განხორციელდა, რომლის მიხედვითაც ლგბტქი+ ადამიანი დაავადების წყაროა. მძიმე დანაშაულის ჩამდენის მსგავსად, მას ხელბორკილები დაადეს და დაცინვის მიზნით, პოლიციის შენობაში ჩამოატარეს. შოკისმომგვრელია, რომ პოლიციის თანამშრომლები აქტივისტებს სურათებსა და ვიდეოებს უღებდნენ, რათა მეგობრებისთვის გაეზიარებინათ და თავი მოეწონებინათ ლგბტქი+ ადამიანების დაკავებით.

აზერბაიჯანის ლგბტქი+ თემის მიმართ მოპყრობას საერთაშორისო ასპარეზზე კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. ILGA-Europe-ის Rainbow Map-ისა და ინდექსის უახლესი გამოცემის მიხედვით, რომელიც მთელს ევროპაში LGBTQI+ უფლებებს ასახავს, აზერბაიჯანი 2%-იანი შეფასებით ბოლო ადგილზეა. ILGA-Europe 2022 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მიმოხილვაში აზერბაიჯანში ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანს და ინტერსექს ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ხაზს უსვამს ქვეყანაში სამართლებრივი და პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საჭიროებას.

დაიმახსოვრეთ, მნიშვნელოვანია პატივი სცეთ და მიჰყვეთ აზერბაიჯანის ადგილობრივი აქტივისტებისა და ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ნებისმიერ გაიდლაინსა თუ რეკომენდაციას, რათა უზრუნველყოფილი იყოს განხორციელებული ქმედებების შესაბამისობა მათ სტრატეგიებსა და პრიორიტეტებთან. ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, შემოგვიერთდეს სოლიდარობით:

  • მოვუწოდოთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ჩაატაროს სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის თაობაზე და სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო პროცესების მეშვეობით პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ;
  • აზერბაიჯანში ლგბტქი+ აქტივისტების დაპატიმრებებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება არსებულ ქსელებისა ან შვილობილი ორგანიზაციების სხვადასხვა არხების მეშვეობით, როგორებიცაა სოციალური მედია, ონლაინ პლატფორმები და საზოგადოებრივი ქსელები. შეგიძლიათ მიყვეთ Nafas LGBTI Azerbaijan Alliance-ისა და Minority Azerbaijan-ის სოციალური მედიის ანგარიშებს, და იყოთ ინფორმირებულები მიმდინარე მოვლების შესახებ.
  • დაუკავშირდით თქვენი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ელჩებს ან საკონსულოებს და გამოხატეთ თქვენი შეშფოთება აზერბაიჯანში არსებული ვითარების შესახებ. წაახალისეთ ისინი, დააყენონ ეს საკითხი აზერბაიჯანის მთავრობასთან და მხარი დაუჭირონ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვას.

 

წინა

გოჩიაშვილი: პროტოკოლი, სავარაუდოდ, 1-2 კვირაში იქნება

შემდეგი

ომს უკრაინაში ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის აქტუალობა მოაქვს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების