ლატვიის პარლამენტმა 9 ნოემბერს ხმა მისცა კანონს, რომელიც აღიარებს ერთი და იგივე სქესის მქონე პარტნიორების სამოქალაქო კავშირს. თუმცა აღნიშნული კანონით აღიარებული უფლებების პაკეტი შეზღუდულია ჰეტეროსექსუალთა ქორწინებით გათვალისწინებულ უფლებებთან შედარებით.
ლგბტქი საკითხები ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობას იწვევენ ლატვიაში. 2005 წელს ლატვიის პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანა შესწორება, რომლის მიხედვით ქორწინება განისაზღვრა, როგორც ქალსა და კაცს შორის კავშირი.
ახალი კანონდებლობა ძალაში შედის 2024 წლის შუა პერიოდიდან და იძლევა შესაძლებლობას ერთი და იგივე სქესის მქონე ადამიანებმა დაარეგისტრირონ სამოქალაქო პარტნიორობა ნოტარიუსთან.