კიევ პრაიდის ორგანიზებით დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. 5 ნომინაციაში წარდგენილი იყო არაერთი ორგანიზაცია, ადამიანი თუ კომპანია. ხმის მიცემის პროცესში უკრაინელი ქვიარები იღებდნენ მონაწილეობას, შედეგად კი გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:
- წლის ლგბტქი+ მოხალისე – Jully Sirous
- წლის ლგბტქი+ ბლოგერი – Sashko Dragli
- წლის ლგბტქი+ მეგობრული ბიზნესი – Видавництво «Видавництво»
- წლის ლგბტქი+ ორგანიზაცია – Військові ЛГБТ+
- საერთაშორისო ალიანსი – European Pride Organisers Association
წლის სპეციალური ჯილდო გადაეცა Munich Kyiv Queer-ს, მიუნხენის ქვიარ ორგანიზაციას, რომელიც გვერდში უდგას კიევ პრაიდს მისი დაარსებიდან დღემდე. მათ შორის ომის პერიოდში.
ყველა ქვიარ ადამიანს, რომელიც იბრძვის ომში და იცავს უკრაინას რუსეთის წინაააღმდეგ, გადაეცა ჯილდო. „მადლობა თქვენი თავდადებისა და აქტივიზმისთვის“ – ნათქვამია კიევ პრაიდის განცხადებაში.
გამოყენებული მასალა: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid03s2sw1BTBbrG8m2jLHFySLxKuHWuv2DLWL5A7QR8V2Hb3N8rua5XDJxiFUoFBXt2l&id=100070216514572&mibextid=Nif5oz