თემიდა ქვიარ-აქტივისტური, ტრანს* სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს* და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის. ორგანიზაციის მიზანია ტრანსი ადამიანებისთვის ღირსეული, თანასწორი და სამართლიანი პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობა, სადაც მათი საჭიროებები, წუხილები, გამოწვევები და უფლებები აღიარებული და მხარდაჭერილია სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ.
წარმოგიდგენთ თემიდას აქტივობებს 2023 წლის თებერვლის თვეში:
დროებითი საცხოვრისის უფასო ცხელი ხაზი
ქვიარ-ასოციაცია თემიდა 2022 წლის აპრილის თვიდან მოყოლებული ძალადობის მსხვერპლ ან/და სხვა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ლგბტქი თემის წევრებს დროებითი საცხოვრისის სერვისს სთავაზობს. დროებითი საცხოვრისი არის 24-საათიანი და თემის წევრებს უზრუნველყოფს როგორც საცხოვრისში განთავსებით, ასევე, სამჯერადი კვებით, ფსიქოლოგის, იურისტის მომსახურებითა და სამედიცინო დახმარებით.
2023 წლის თებერვლის თვეში ამოქმედდა დროებითი საცხოვრისის უფასო ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც საცხოვრისის საჭიროების მქონე ლგბტქი თემის წევრებს შეუძლიათ, უფასოდ დაუკავშირდნენ საცხოვრისის გუნდს, დაუსვან არსებული კითხვები და სურვილისამებრ მიიღონ სერვისი.
ცხელი ხაზის ნომერია: 800 000 180 (ზარი უფასოა)
ბენეფიციარებს საცხოვრისის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ 3 თვის განმავლობაში.
პროექტი „ბიანკა“
პროექტ „ბიანკას“ ფარგლებში, რომელსაც თემიდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს, ორგანიზაციამ 6 ბენეფიციარი უზრუნველყო ისეთი საჭიროებებით, როგორებიცაა: საკვებით უზრუნველყოფა, სამედიცინო ხარჯების დაფარვა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სახელის ცვლილების პროცედურასთან დაკავშირებით ასისტირება და ფინანსური ხარჯების დაფარვა. გარდა ამისა, 7 ბენეფიციარს გაეწია კონსულტაცია ჰორმონალურ თერაპიასა და ტრანზიციის პროცედურებთან დაკავშირებით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. გენდერულ აფირმაციასთან დაკავშირებულ საკითხზე ჩატარდა ორი შეხვედრა საქართველოში მიგრირებულ ტრანსგენდერ ქალებთან.
სენსიტიზაციის ტრენინგი ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის
ორგანიზაციის მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიმართულებას ტრანს* სპეციფიკური ჯანდაცვის ადვოკატირება წარმოადგენს. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სპეციალისტებთან, ტრანს* საკითხებსა და საჭიროებებზე მათი ინფორმირებულობის გაზრდაზე. თემიდამ, ECOM-ის (The Eurasian Coalition on Health, Rights, Gender and Sexual Diversity) მხარდაჭერით, 25 თებერვალს ჩაატარებს კიდევ ერთ, სენსიტიზაციის რიგით მესამე ტრენინგს ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის.
აივ-ინფექცია/შიდსის გამოვლენა და პრევენცია ტრანსგენდერ პირებში
იანვრის თვიდან მოყოლებული, ქვიარ-ასოციაცია თემიდა, თანასწორობის მოძრაობასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „აივ-ინფექცია/შიდსის გამოვლენა და პრევენცია ტრანსგენდერ პირებში“, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია თემის წევრებს სთავაზობს ტესტირებას აივზე, B და C ჰეპატიტზე, ასევე სქესობრივი გზით გადამდებ სხვა ინფექციებზე, აწვდის Safe Box-ებს, რომლებშიც განთავსებულია პრეზერვატივები, ლუნრიკანტები და თვითტესტები. Safe Box-ები მალე ხელმისაწვდომი იქნება ვებსაიტზე Selftest.ge.
პროექტის მიმართულია ტრანს* ადამიანებში აივ-ინფექცია/შიდსის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და პრევენციაზე. თებერვლის თვეში აღნიშნული სერვისით ისარგებლა თოთხმეტმა ბენეფიციარმა.
იხილეთ აგრეთვე: