//

ზურაბიშვილი: დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა კონსტიტუციით გაცემული პირობა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაიდის ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში კონსტიტუციით გაცემული პირობა დაირღვა.

საგანგებო ბრიფინგზე მან თქვა, რომ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება დახურულ სივრცეში გაემართათ.

“დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთის მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციის მე-17 მუხლი და შეკრების თავისუფლება, ეს არის 21-ე მუხლი ჩვენი კონსტიტუციისა. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცავებთან ადგილიც და პირობებიც და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ამდენად, ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომცდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ ჩაიშლება, თუკი სამართალდამცავი ორგანოები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს”, – თქვა პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, საგანგაშო რეალობაა, რომ კონტრაქცია წაქეზებული და ღიად მხარდაჭერილი იყო მმართველი გუნდის წევრების მხრიდან.

“აქ კიდევ უფრო საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით, არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც, როგორც დღეს ვნახეთ. ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც ახლა მოვისმინეთ, იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც ევალებათ პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვა, პარლამენტის თავმჯდომარეს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ არიან უფლებების დამცველები – ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს

რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებით და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არ დაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობას და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან შსს-ს მოუწოდა, ყველანაირი ძალადობრივი ქმედება, ხოლოდ მმართველ გუნდს – შეწყვიტოს სიძულვილის ენა.

დღეს, 8 ივლისს ლისზე თბილისი პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება – ფესტივალი უნდა გამართულიყო, თუმცა, უსაფრთხოების რისკების გამო, გაუქმდა.

პრაიდის განცხადებით, “დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის”.

წინა

უსაფრთხოების რისკების გამო პრაიდის ფესტივალი გაუქმდა

შემდეგი

თბილისი პრაიდის წევრებმა პარლამენტთან მოძალადეების მიერ განადგურებული ნივთები მიიტანეს

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი