რესლინგი მოიცავს აგრესიას, ჩხუბს, დომინაციის გამოვლინებას, რასაც ერთი შეხედვით არაფერი აქვს საერთო დრეგ კულტურასთან, თუმცა ქვიარ რესლერი EFFY ამბობს, რომ თუ კარგად დავუკვირდებით, დრეგსა და რესლინგს უფრო მეტი რამ აერთიანებს, ვიდრე განასხვავებს.
დრეგისა და რესლინგის საერთო კომპონენტებია კოსტიუმები, სიუჟეტი, მთავარი გმირები, ორივეგან არის სცენა და შოუს ელემენტები.
რესლინგს, მიუხედავად შოუსა და არტისტიზმისა, დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდა ქვიარ მონაწილეები. EFFY ერთ-ერთი ღიად ქვიარ რესლერია, ვინც ამაყად ავიდა სცენაზე და დაიმკვიდრა სახელი ცნობილი ვარსკვლავებისა და ბრენდების გვერდით. მისი ჩაცმულობა სავსეა ქვიარ სიმბოლოკითა და ფერადი სამოსით. გარდა ღიაობისა, რესლერი თვლის, რომ მას ბევრი პრივილეგია აქვს სხვა ქვიარებისგან განსხვავებით, ამიტომ ცდილობს სხვებისთვის იყოს მაგალითიც და მოტივატორიც.
წყარო: https://www.thepinknews.com/2023/05/11/effy-drag-wrestling-big-gay-brunch-lgbtq/