24 წლის ავსტრალიელი მცველი ჯოშ კავალო ინსტაგრამ პროფილზე აქვეყნებს კომენტარს ჰომოფობიური მუქარების საპასუხოდ. ფეხბურთელმა ქამინგ აუთი 2021 წელს გააკეთა და მას შემდეგ აქტიურ კამპანიაშია ჩართული, რაც ქვიარ სპორტსმენების მხარდაჭერას მოიცავს. ბოლო პერიოდში კავალომ არაერთი ჰომოფობიურო მუქარა მიიღო სოციალური ქსელის მეშვეობით, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
“ძალიან ვამაყობ ჩემი საფეხბურთო კლუბითა და ლგბტქი თემით, ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. თუმცა, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. 2 წლის წინ გავაკეთე საჯარო ქამინგ აუთი სოციალური მედიის საშუალებით, რათა დავხმარებოდი და გამეძლიერებინა ქვიარ ადამიანები. იმისთვის, რომ იყვნენ ისინი, ვინც არიან და იყვნენ კომფორტულად საკუთარ თავთან. მუქარებმა და სიძულვილის ენამ იმაზე მეტი ზიანი შეიძლება მოიტანოს, ვიდრე გვგონია”- წერს ფეხბურთელი და მოუწოდებს სოციალურ მედია პლათფორმებს, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ ქვიარ თემის მხარდასაჭერად.
კავალო წარსულშიც საუბრობდა მის ჰომოფობიურ გამოცდილებაზე და აკრიტიკებდა FIFA-ს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა კატარში გადაწყდა, სადაც ჰომოსექსუალობა დასჯადია. გასულ წელს კი ავსტრალიის საფეხბურთო გუნდი დაჯარიმდა მას შემდეგ, რაც მათმა გულშემატკივრებმა ჯოშ კავალოს ჰომოფობიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს. მაშინ ფეხბურთელმა ჰომოფობიაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ამაყობს იმით, ვინც არის და “სიძულვილი ვერასდროს გაიმარჯვებს”.