სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ძალადობრივი და პრორუსული ალტინფოს წევრის ბექა ვარდოსანიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სუსის განცხადებით, ბექა ვარდოსანიძემ საგამოძიებო უწყებებსა და ტელეკომპანია იმედს ცრუ მეილი მისწერა, რომ კლუბ ბასიანზე, რატის ბარსა და რუსთაველის გამზირზე ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო დამონტაჟებული.
საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. საქმეზე გრძელდება გამოძიება.
ვარდოსანიძის წინააღმდეგ გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს.